ბიზნესის პოზიცია უვადოდ დანიშნულ მოსამართლთა სიაზე - არ შეიძლება ამის დაშვება, რადგან სახელმწიფო ჩამოგვეშლება

ბიზნესის პოზიცია უვადოდ დანიშნულ მოსამართლთა სიაზე - არ შეიძლება ამის დაშვება, რადგან სახელმწიფო ჩამოგვეშლება

access_time2019-01-15 11:00:13

უზენაესი სასმართლოს 10 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის შესახებ პროცესები როგორც მოსახლეობაში ასევე პოლიტიკურ ასპარეზზეც ამ დრომდე ვნებათა ღელვას იწვევს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რას ფიქრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დაზარალებული ბიზნესმენები შერჩეულ მოსამართლეებზე, რომლებიც პირდაპირ კავშირში არიან ძველი რეჟიმის სასამართლოსთან.

 

პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული ბიზნესმენის ბაკურ კიღურაძის თქმით, შერჩეული მოსამართლეთა სია იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, არ უნდა დამტკიცდეს.

 

„ჩვენ შეიძლება მივიღოთ ისეთი ვითარება, როდესაც არანაირი აზრი არ ექნება სასამართლოში სიარულს. როგორ შეიძლება სასმართლოში სამართლის საძიებლად მივიდე, როდესაც ვიცი, რომ მოსამართლე რომელიც მსჯის თვითონ დამნაშავეა. მოსამართლე ხომ უნდა იყოს ძალიან მაღალი ავტორიტეტი, ადამიანი რომელსაც საზოგადოებაში განსაკუთრებული ნდობა გააჩნია.  წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა სამართლის ძებნას სასამართლოს მიღმა, დამოუკიდებლად დაიწყებს. ეს იქნება კატასტროფა, არ შეიძლება ამის დაშვება, რადგან სახელმწიფო ჩამოგვეშლება სახელმწიფოს ერთადერთი და უმთავრესი ფუნქცია არ ის, რომ აღადგინოს სამართალი“, -  განმარტავს ბაკურ კიღურაძე.

 

ბიზნესმენი კომერსანტს უყვება, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს დანაშაულს არა მარტო მოსამართლეები ჩადიოდნენ, არამედ მაღალი თანამდებობის პირებიც, სწორედ ამიტომ მისი თქმით, საკითხი გაცილებით ფართო სპექტრს მოიცავს:

 


„საკითხთან მიმართებაში მე უფრო კატეგორიული მოთხოვნები გამაჩნია. არსებობს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ შემუშავებული პრინციპთა კრებული, რომელიც ითვალისწინებს დაუსჯელობასთან ბრძოლას. დაუსჯელობა ნიშნავს, იმას, რომ ადამიანთა ჯგუფებს აქვთ კონკრეტული დანაშაული ჩადენილი და  ამ დანაშაულის მიმართ არანაირი რეაგირება არ ხორციელდება. ეს საზოგადოებას მნიშვნელოვნად აზარალებს, რამეთუ მოსახლეობას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე საკუთარი ისტორიული წარსული შესახებ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იმ ქვეყნების გამოცდილება რომლებმაც ჩვენსავით გაიარეს კატაკლიზმებით სავსე გზა. მათ უკვე შემუშავებული აქვთ პრინციპთა კრებული და საჭიროა ამ პრინციპთა კრებულით განვითარდეს მოვლენები საქართველოშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვღებულობთ დაუსჯელობის სინდრომს. ის, რომ ჩვენ დავსაჯეთ ორი ადამიანი არ ნიშნავს, რომ დანაშაულს ვებრძვით. საჭიროა ამ ამბავმა უფრო ფართო სპექტრი მოიცვას. აღკვეთის ღონისძიება ერთი მიმართულებაა, მაგრამ მეორე მიმართულებაა დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და ვთქვათ, რომ დამნაშავემ ჩაიდინა დანაშაული. უნდა ჩამოვაშოროთ ესეთი ადამიანები საქმიანობას “, - აცხადებს ბაკურ კიღურაძე.

 

კიდევ ერთი დაზარალებული ბიზნესმენი, რომელსაც კომერსანტი დაუკავშირდა ანზორ ქოქოლაძეა. იგი ბაკურ კიღურაძის მსგავსად პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ის ადამიანები. რომლებიც ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულებრივი პროცესებში მონაწილეობდნენ მაღალ პოზიციებზე, არ უნდა ინიშნებოდნენ.

 

„ადამიანები რომელთა მიმართაც კითხვის ნიშნები ჩნდება, რომლებიც თეთრი შავზე ღებულობდნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს გადაწყვეტილებებს, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაინიშნონ უვადოდ. თუ კიდევ იგივე სისტემა დამყარდა, ეს სერიოზული საფრთხის შემცვლელი იქნება. როგორც ბიზნესში ასევე საზოგადოებაში უსამართლობის განწყობას გაზრდის, რაც არასტაბილურობის განცდას შექმნის. ჩემი აზრით, ადამიანები რომლებიც თავის დროზე უკანონო გადაწყვეტილებებთან იყვნენ კავშირში, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს მათი დაწინაურება. სასამართლო დღეს არის ყველაზე დაბალ რეიტინგული ინსტიტუტი, როდესაც ყველაზე მაღალ რეიტინგული უნდა იყოს. ბოლო წლებში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ საზოგადობას სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგული აქვს, მეც მათ შორის. აღსანიშნავია, ის, რომ მოსამართლეების არჩევა ჩაკეტილ წრეში არ უნდა ხდებოდეს და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, მათი საქმიანობის შესახებ, რათა ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა გაჩნდეს“, - აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.

 

 

 

 ავტორი: ბაჩო ადამია





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up