„ის ფასი,რომელიც დღეს ადგილობრივ ბაზარზეა, რეალურ სიტუაციას არ ასახავს“-ანალიტიკოსები მსოფლიო ბაზარზე ნავთობის უარყოფით ნიშნულს განიხილავენ

„ის ფასი,რომელიც დღეს ადგილობრივ ბაზარზეა, რეალურ სიტუაციას არ ასახავს“-ანალიტიკოსები მსოფლიო ბაზარზე ნავთობის უარყოფით ნიშნულს განიხილავენ

access_time2020-04-21 14:00:56

 20 აპრილს დღის ბოლოს, ნიუ იორკის ბირჟაზე ერთი ბარელი WTI-ი -37,63 დოლარი ღირდა. „კომერსანტი“ დაინტერესდა რამ გამოიწვია მსოფლიო ბაზარზე არსებული მდგომარეობა და რა ფორმით აისახება ის საქართველოს ბაზარზე.


„აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის თქმით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ვარდნა მისმა ჭარბმა რაოდენობამ და მოთხოვნის შემცირებამ გამოწვია. თუმცა, ფასის კლება საქართველოს ბაზარზე როდის მოხდება, ეკონომისტს პასუცის გაცემა უჭირს, რადგან ეს პროცესი დამოკიდებულია  ადგილობრივ კომპანიებზე.  ბაირახტარი იმასაც აცხადებს, რომ მინუსთან მიახლოვებული ნიშნული დიდხანს არ შენარჩუნდება. 


„ისტორიაში პირველად გავხდით მოწმე იმისა, რომ ნავთობის ფასი  ნეგატიურ ნიშნულზე დაფიქსირდა. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ მიწოდება მნიშვნელოვნად აღემატება მოთხოვნას. მიწოდების შესამცირებლად ოპეკის ქვეყნების შეხვედრაც გაიმართა თუმცა, ვერ შეთანხმდნენ, ქვეყნების ნაწილი ხელს არ აწერს მოპოვების შემცირებას, რადგან ბაზარზე მათი წილიც შემცირდება. თუმცა, მიმაჩნია, რომ მინუსთან მიახლოვებული ნიშნული დიდხანს არ შენარჩუნდება. 


რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს,  საქართველო ნავთობის ფასის ვარდნისას ისეთ უარყოფით ეფექტებს ვერ განიცდის, როგორც მომპოვებელი ქვეყნები. თუმცა, გადაცემის კუთხით ჩვენს ქვეყანაში იმ ბენეფიტების შემოდინება შემცირდება, რომელიც ნავთობმომპოვებელი ქვეყნებიდან შემოდიოდა. მოკლევადიან პერიოდში ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგია, რადგან ნავთობზე ფასი შემცირდება, რასაც შემდგომში ინფლაციის კონტრიბუციაში ნაკლები წვლილი ექნება. როდის აისახება ეს პერიოდი ჩვენს ბაზარზე ეს სხვა თემაა და დამოკიდებულია კომპანიებზე.,-ამბობს პაატა ბაირახტარი. 


 „აფბა“-ს ვიცე-პრეზიდენტის, თქმით,  მსოფლიო ბაზარზე 20 აპრილს მომხდარი მოვლენა, ადგილობრივ ბაზარზეც რომ აისახოს ამისთვის  ერთ კვირიანი პერიოდია საჭირო, თუმცა სპეციალისტი იმ პრაქტიკაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივ ბაზარზე ორი კვირის წინ ფასი უნდა შემცირებულიყო. 



„თუ ორი კვირის წინანდელ მონაცემებს შევხედავთ, ორ თვიან პერსპექტივაში ჩვენ გვქონდა ნავთობზე 70%-იანი ფასების ვარდნა. ამის პარალელურად, ადგილობრივ ბაზარზე გვქონდა ფასების მხოლოდ 6.7%-იანი შემცირება. ამის გამო ვერ ვივარაუდებთ, მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის ფასის კლება ჩვენთან როგორ და რა ფორმით აისახება.ის ფასი, რომელიც დღეს გვაქვს არ არის რეალური და იმ ნიშნულთან მიახლოვებული რომელიც რეალურად უნდა იყოს“.-ამბობს პაატა ბაირახტარი. 


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი კი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულების ვარდნა საქართველოში ნავთობის ფასზეც სწრაფად აისახება და მისი სარეალიზაციო ღირებულება დაიკლებს. 


„გუშინ მსოფლიოში მოხდა უპრეცენდენტო შემთხვევა, რომელიც მსოფლიოში პირველად დაფიქსირდა. ეს ეხება ამერიკულ ნავთობს, როდესაც ვაჭრობა დამთავრდა უარყოფითი მაჩვენებლით, კერძოდ ეს იყო -37 დოლარი ბარელზე. ეს ნიშნავს იმას, რომ დღეს ნავთობზე მოთხოვნა მინიმალურზეა დასული, როდესაც მიწოდება საკმაო მოცულობისაა.ნავთობის ბაზები ყველგან გადატვირთულია, რამაც გამოიწვია გუშინდელი ნეგატიური შედეგი. რაც შეეხება ჩვენთან არსებულ ვითარებას ბოლო პერიოდში ფასი 40 თეთრით შემცირდა და შემცირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება“.-ამბობს ვანო მთვრალაშვილი. 


აღსანიშნავია, რომ ნავთობის გაუფასურების შესაჩერებლად „შავი ოქროს“ ექსპორტიორი ქვეყნები და მათი პარტნიორები მაისსა და ივნისში მოსაპოვებელი ნავთობის შემცირებაზე შეთანხმდნენ. თუმცა, ეს შეთანხმება ჯერ ფასების დინამიკაზე არ ასახულა.



ნათია ლომიძე 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up