„ის ფაქტი, რომ 2024 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება  ესტონურ  მოდელს  დაექვემდებარება, ძალიან  დადებითი ნაბიჯია“, - ლაშა ნიკოლაძე

„ის ფაქტი, რომ 2024 წელს სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება ესტონურ მოდელს დაექვემდებარება, ძალიან დადებითი ნაბიჯია“, - ლაშა ნიკოლაძე

access_time2022-12-08 17:50:29

„სადაზღვევო ბაზარი თავისი მოზიდული პრემიების რაოდენობით იზრდება, მაგრამ სამწუხაროდ, მოგების მაჩვენებელი, იმ კაპიტალთან მიმართებით, რაც სადაზღვევო ინდუსტრიაშია ჩადებული, მცირეა“ - ამის შესახებ, რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელმა მდივანმა ლაშა ნიკოლაძემ ისაუბრა.

 

 

მისი  თქმით, სადაზღვევო ინდუსტრიაში დაახლოებით 350 მილიონი ლარის კაპიტალია, აქტივები კი 1 200 000 ლარამდეა, ამ ციფრებისთვის მოგების მაჩვენებელი საკმაოდ მცირეა.

 

 

 

 

 

„მოგეხსნებათ, რომ დაზღვევის ინდუსტრია შეიძლება ორ ნაწილად  დავყოთ, მისი ყველაზე დიდი ნაწილი არის ჯანმრთელობის დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევაში დიდი მოგება არ იწერება, მოსალოდნელიც იყო, რომ პანდემიის შემდეგ კიდევ უფრო მძიმე სიტუაცია იქნებოდა, იმიტომ რომ  პანდემიამ ერთის მხრივ  შეაკავა სხვა დაავადებებზე ადამიანების მიმართვიანობა, რამაც გარკვეული დაავადებების უფრო განვითარება გამოიწვია, მიმართვები გაზარდა და ერთგვარი ბუმი დადგა, შესაბამისად, ამან ჯანმრთელობის დაზღვევის ისედაც მწირი მოგება, შეამცირა.

 

 

 

 

 

ყველა შედეგი, მათ შორის ავტომობილების დაზღვევა, სამწუხაროდ, ისევ 8-9% ის ფარგლებშია და თუ ჩვენ ამას კომპანიებში ჩავშლით, ვნახავთ, რომ ავტოდაზღვევის დროს კომპანიებს დიდი ზარალი აქვთ“, - აღნიშნა ლაშა ნიკოლაძემ.

 

 

 

 

 

ნიკოლაძის თქმით, სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებისთვის ინდუსტრია უკვე  მზად არის და ეს დაზღვევის  სექტორის განვითარების საშუალება იქნება, თუმცა მისი თქმით, სექტორის განვითარებისთვის მხოლოდ ეს საკმარისი არ არის.

 

 

 

 


 

„რაც შეეხება ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილს, სხვადასხვა  ქვეყანაში აღნიშნული ვითარება სხვადასხვანაირადაა, გერმანიაში ყველა დასაქმებული იხდის  სავალდებულო  დაზღვევის გადასახადს  და კერძო  დაზღვევისთვის განპირობებული არიან  ისეთი  ადამიანები, რომელიც საშუალოზე მეტ  შემოსავალს აგენერირებს , შესაბამისად,  ქართული  ბაზრისთვის  ამ ბაზრის  შედარება  არ  შეიძლება.

 

 

 

 

 

არის შერეული მოდელები, სადაც  კერძო კომპანიები  ახორციელებენ სავალდებულო დაზღვევის კომპონენტებს  და ამიტომ  ჩვენ ვერავის ვერ შევედრებით,  იმიტომ რომ მჭიდრო  თანამშრომლობა  საყოველთაო  ჯანდაცვასა და კერძო` კომპანიებს  ჯერ  კიდევ  წინ  გვაქვს.

 

 

 

 

მაგალითად  უკვე  გამოცხადებული DRG , რომელიც  საყოველთაო ჯანდაცვისთვის  ერთ-ერთი პროგრესული  ინსტრუმენტი იქნება, სადაზღვევო ინდუსტრიისთვის შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს, იმიტომ რომ ეს იქნება ოპტიმალური მოდელი, სადაც სადაზღვევო კომპანიებმა კლინიკაში თანხა უნდა გადაიხადონ“, - აღნიშნა ლაშა ნიკოლაძემ.

 

 

 

 

 

ნიკოლაძემ მომატებული საფრთხის  შემცველი საქმიანობის პრემიაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მომატებული საფრთხის ნაწილში პრემია საკმაოდ მცირეა.

 

 

 

 

 

„რა თქმა უნდა ეს დაზღვევა საინტერესოა და ინდუსტრია მიესალმება, მაგრამ ეს არ არის გლობალური. მაგალითად დასაქმებულთა  ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა სექტორისთვის იქნებოდა  კიდევ  ერთ  ბიძგი“, — აღნიშნა ლაშა ნიკოლაძემ.

 

 

 

 

 

 

 

რაც შეეხება ესტონურ მოდელს ლაშა ნიკოლაძე ამბობს, რომ , მიუხედავად იმისა, რომ მოგება მცირეა და ერთი  შეხედვით, ამას  სახელმწიფოსთვის  ფისკალური  ეფექტი  ნაკლები აქვს, ესტონური მოდელი სექტორისთვის მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

 

„სადაზღვევო ინდუსტრიის ესტონურ  მოდელში ჩართვა საინვესტიციო  და  მხარდამჭერი მიმართულებით, სახელმწიფოს გრძელვადიან დამოკიდებულებას  აჩვენებს. მართალია, ამან  ერთი  წლით  გადაიწია, მაგრამ ის ფაქტი, რომ 2024 წელს მოგება  ესტონურ  მოდელს  დაექვემდებარება  ძალიან  დადებითი ნაბიჯია. სადაზღვევო ინდუსტრია  სწორედ  დაგროვების  ხარჯზე უნდა იზრდებოდეს“, - აღნიშნა ლაშა ნიკოლაძემ.

 

 

 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up