პირველად 2007 წლის შემდეგ, საქართველოში გარდაცვლილების რაოდენობამ ახალშობილების რაოდენობას გადააჭარბა

პირველად 2007 წლის შემდეგ, საქართველოში გარდაცვლილების რაოდენობამ ახალშობილების რაოდენობას გადააჭარბა

access_time2021-09-01 10:00:31

2020 წელს საქართველო ბუნებრივი მატების გარეშე დარჩა - გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებისას გადაუსწრო. დემოგრაფები ამას კოვიდპანდემიასაც უკავშირებენ და ფიქრობენ, რომ მომავალ წლებში სურათი დიდად არ გაუმჯობესდება.

პირველად 2007 წლის შემდეგ, საქართველოში გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულებისას გადააჭარბა. თუ 2019 წელს ბუნებრივი მატება 1 637 ადამიანი იყო, 2020 წლის მაჩვენებელი ასეთია - მინუს ოთხი ათას ჩვიდმეტი ( -4017). კოვიდმა გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოში 5.1%-ით გაზარდა.

2020 წლის მონაცემებით, დაქორწინებულთა რაოდენობაც დაახლოებით 7 ათასით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით -16 359 ადამიანი.


საქორწინო კაბა ფოტოს გადასაღებად

გიორგიმ ცოლი 2020 წლის მარტში მოიყვანა, სწორედ მაშინ, როცა ქვეყანას კოვიდპანდემიის პირველმა ტალღამ გადაუარა. გზები ჩაკეტილი იყო და მილოცვა მხოლოდ იმათ მოახერხეს, ვინც ახლოს ცხოვრობდა. თუმცა წყვილის დაქორწინება არსად დაფიქსირებულა - მათ ხელი არ მოუწერიათ.

„ძალიან ახლობლებში გავშალეთ სუფრა, ყველა ჩემი მეგობარი, რომელიც ამ პერიოდში დაქორწინდა, ასევე მოიქცა. კი უნდოდათ გოგოებს თეთრი კაბის ჩაცმა და ყველაფერი, მაგრამ არ გამოვიდა“, - ამბობს ის.

მაღაზია „მარიონელა“ უკვე წლებია საქორწინო კაბებს ყიდის და აქირავებს. „მარიონელას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ლელა ტურძელაძე ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში პატარძლებს კაბები უფრო ფოტოს გადასაღებად მიაქვთ, ვიდრე ქორწილში ჩასაცმელად.

„დიდ, გრანდიოზულ კაბებზე აღარ არის მოთხოვნა, ვერ იხდიან დიდ ქორწილებს და პატარა წრეში აღსანიშნავად ეს კაბები არ გამოდგება. ფოტოსესიისთვის თუ ჩაიცვამენ, ან ჯვრისწერისას“.

რაც შეეხება შობადობას, „ქორწინებების რიცხვი ისედაც ყოველწლიურად მცირდებოდა, მაგრამ აქ ძალიან დიდი შემცირებაა. როგორც ქორწინება, ასევე განქორწინება შესაძლებელია გადადებულიყო იმის გამოც, რომ ადმინისტრაციული ორგანოები არ მუშაობდა“, - ამბობს პაატა შავიშვილი, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.


საქართველოში ყოველწლიურად იზრდება განქორწინებების რიცხვიც, პროცენტულად განქორწინებულია ყოველი მესამე, თუმცა, დემოგრაფი გია მელაძე ამბობს, რომ მომავალში განქორწინებების რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს და 50 პროცენტს მიაღწიოს.



სად წავიდა რეპროდუქციული თაობა?

დემოგრაფები შობადობის კლებას კოვიდის გარეშეც ვარაუდობდნენ, რადგან დღეს საქართველოში ბავშვებს ის ქალები აჩენენ, რომლებიც 90-იან წლებში დაიბადნენ - იმ წლებში კი ძალიან ცოტა ბავშვი გაჩნდა.

„შობადობის კლება საქართველოში მოსალოდნელი იყო, ამას ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვწერდი, რადგან გოგონების თაობაა შემცირებული. თუ 90-იან წლებამდე წელიწადში 90 ათასამდე ბავშვი იბადებოდა, 90-იან წლებში ეს ციფრი თითქმის განახევრდა. შობადობის პოტენციალი საქართველოში ისედაც არ იყო და კოვიდმა ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაართულა. ვვარაუდობ, რომ შობადობის მაჩვენებელი დიდად არც მომავალში გაუმჯობესდება. ზოგადად უახლოეს 8-10 წლის განმავლობაში შობადობის შემცირებაა მოსალოდნელი, შემცირდება მოსახლეობის რაოდენობაც, ყოველ შემთხვევაში რაც ვართ, იმაზე მეტი ნამდვილად არ ვიქნებით“, - ამბობს დემოგრაფი გია მელაძე.

დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მთავრობამ რამდენიმე მცირე პროგრამა წამოიწყო, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების წახალისებას ითვალისწინებდა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ დემოგრაფიული „ორმოს“ ამოსავსებად რადიკალური ცვლილებებია საჭირო, პირველ რიგში კი ეკონომიკური განვითარება.


როგორი იქნება 2021 წლის მონაცემები?


დემოგრაფები ელოდებიან, რომ 2021 წლის მონაცემები კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე 2020 წელს იყო, რადგან კოვიდპანდემიის გამო, 2021 წელს ყოველდღიურად ათობით ადამიანი კვდება, დიდი ალბათობით შემცირებულია შობადობაც.

კოვიდის გამო, განსაკუთრებით დელტა შტამის გამოჩენის შემდეგ, ბევრმა ქალმა დაორსულება სამომავლოდ გადადო.

„ძალიან ბევრი თავს იკავებს დაორსულებისგან. ან დაორსულებამდე ჯერ ვაქცინაციას გეგმავს. ზოგს ამ ვაქცინისაც ეშინია“, - ამბობს ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი სოფო თამაზაშვილი. მისი თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია ორსულისთვის, ვაქცინას, განსაკუთრებით „ფაიზერს“, არც ორსულისთვის და არც ნაყოფისთვის არანაირი ზიანი არ მოაქვს, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი აცრისგან მაინც თავს იკავებს.

თუ რამდენად იმოქმედებს მომავალში კოვიდი დემოგრაფიაზე, ამასთან დაკავშირებით ექსპერტებს უფრო დეტალურად საუბარი არ შეუძლიათ, რადგან ყველაფერი მაინც იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კოვიდპანდემია.


radiotavisupleba.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up