ირმა ინაშვილი - კომუნისტურ პარტიას ეგონა, მას ეკუთვნოდა ცაც, დედამიწაც, ღრუბლებიც და ვარსკვლავებიც, დღეს ასე ჰგონია ირაკლი კობახიძესაც

ირმა ინაშვილი - კომუნისტურ პარტიას ეგონა, მას ეკუთვნოდა ცაც, დედამიწაც, ღრუბლებიც და ვარსკვლავებიც, დღეს ასე ჰგონია ირაკლი კობახიძესაც

access_time2021-01-05 22:00:00

პარლამენტში ოთხი წლის განმავლობაში ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. ეს არის რუსული შემადგენელი? – ასე გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.



ინაშვილის განცხადებით, უნდა დამთავრდეს პოლიტიკური იარლიყების მიკერების უზნეო პრაქტიკა.



„მინდა, ვუპასუხო ამ იარლიყების მიკერების თემას, რაც არის მანკიერება ქართულ პოლიტიკაში. ბოლოსდაბოლოს უნდა დავამთავროთ პოლიტიკური იარლიყების მიკერების ასეთი უზნეო პრაქტიკა. მესმის, რომ „ძერჟინსკი“ კობახიძე ბედნიერია იმის გამო, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ბედნიერება. აი, რა არის რუსული შემადგენელი, რაზეც ის საუბრობს, მე პარლამენტში საქართველოს ინტერესების დაცვაზე ვსაუბრობდი და ეს არის რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე. ეს არის რუსული შემადგენელი? ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში ვლაპარაკობდი იმაზე, რომ ქვეყანაში გვყავს მშიერი ბავშვები. ეს არის რუსული შემადგენელი? ვამბობდი, რომ ტყუილია,თითქოს ეკონომიკა იზრდება. ეს არის რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვაზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.



მისივე თქმით, გასული წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ კომუნისტურ საქართველოს აშენებდა.




„ახლა მინდა გითხრათ, რომ ვითომ დასავლური „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში აგებდა კომუნისტურ საქართველოს და მიაღწიეს, რომ კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს ახლა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო პარლამენტში პოლიტიკური დებატები. მე ვიცე-სპიკერი ვიყავი დაა ორ კვირაში ერთხელ მხოლოდ 10 წუთი მქონდა, რომ ტრიბუნასთან პოზიცია დამეფიქსირებინა. ეს არის პოლიტიკური პროცესის მოკვლა. ისე დაამახინჯეს და ერთ პარტიაზე მოარგეს რეგლამენტი, რომ ოთხი დეპუტატი ფრაქციას ვერ ქმნის და პრაქტიკულად არავითარი ბერკეტი არ აქვს პარლამენტში, რათა დებატები გაუწიოს კომუნისტურ ოცნებას. მოახდინეს საარჩევნო კანონმდებლობის უზურპაცია, გააყალბეს არჩევნები და დღეს სახეზე გვაქვს უკანონო პარლამენტი, რომელმაც აირჩია უკანონო მთავრობა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ დაანგრია საყდრისი, არ დაიცვა დავით გარეჯი და მხოლოდ საარჩევნოდ გაახსენდა. უვადოდ დატოვა მურუსიძე და არ გადაუდგამს არც ერთი დასავლური ნაბიჯი. მათ მრავალპარტიული პარლამენტის ნაცვლად, ჩვენ თავს მოგვახვია ერთპარტიული პარლამენტი და აღადგინა კომუნისტური პარტია.



ერთ პარტიას ეკუთვნოდა მაშინ ყველაფერი. ეგონათ, მათ ეკუთვნოდათ ცაც, დედამიწაც, ღრუბლებიც და ვარსკვლავებიც. დღეს ეს ჰგონია კობახიძესაც და ეს არის ტრაგედია. დღეს ვითომ დასავლური კობახიძე უკანონო პარლამენტიდან გვესაუბრება დასავლურ ღირებულებებზე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.



შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ რუსული შემადგენელი არ შევიდა პარლამენტში.



1tv.ge










„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up