ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიური ბანკის „Allied Irish Banks - AIB

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიური ბანკის „Allied Irish Banks - AIB" აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

access_time2019-06-26 20:25:59

ირლანდია-ირლანდიაში საქართველოს  საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა მსხვილი ირლანდიური ბანკის „Allied Irish Banks - AIB" აღმასრულებელ დირექტორს კოლინ ჰანტს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს და ასევე, საქართველო-ირლანდიის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ირლანდია უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში.


გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა ირლანდიის მხრიდან საქართველოსადმი მზარდ ინტერესს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა საქართველოს ეკონომიკის ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი სექტორია და ამ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს. გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა ტურიზმის სფეროზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მზარდ სექტორზე. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების" 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-6 ადგილზეა და ქვეყანაში არსებული საგადასახადო სისტემა ძალზე ხელსაყრელია ინვესტიციებისა და ბიზნესისთვის.



მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ირლანდიის საბანკო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისა და ბიზნეს ჟურნალისტებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.



„კომერსანტი“





Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?

Комсомольская правда: ჩაანაცვლებს თუ არა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორია საქართველოს?
access_time2019-07-15 20:00:03
საქართველო  რუსი ტურისტებისთვის გარდაიცვალა. ბოლო თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 7 ივლისს გაფრინდა - წერს Комсомольская правда. (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად. იხ....

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ - „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე

„ხშირ შემთხვევაში, პრემიერი დოკუმენტზე ხელს ისე აწერს, მისი შინაარსი ნაკლებად ესმის“ -  „ბაუ სტარის“ დამფუძნებელი ახალ სამშენებლო რეგულაციაზე
access_time2019-07-16 09:00:55
„ძირი გამოეთხარა სამშენებლო ბიზნესს. ამდენი რეგულაცია ერთდროულად რომ მოგვაყარეს, გზას აღარ გვიტოვებენ. აღარ ვიცით, როგორ განვაგრძოთ საქმიანობა. ხომ შეიძლებოდა, მთავრობას ეთქვა, მაგალითად 2020 წელს ამოქმედდება ყველა რეგულაცია ერთდროულად და ჩვენც გონივრული ვადა გვექნებოდა ეს ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა. შესაბამისად დაგვეგეგმა ჩვენი ბიზნესებიც. ახლა ერთ პროექტს რომ იწყებ, ორ თვეში გეუბნებიან ვეღარ განაგრძობო... ძალიან რთული...

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)

“კომერსანტის“ ექსკლუზივი: სილქ როუდ ჯგუფი წინანდალში ახალ სასტუმროს აშენებს (რენდერები)
access_time2019-07-15 17:00:35
წინანდლის მამულში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სილქ როუდ ჯგუფი ახალ სამსართულიან სასტუმროს Park Hotel აშენებს, რომელიც პირველ სტუმრებს უკვე აგვისტოში მიიღებს.  სასტუმროს ინვესტიცია დაახლოებით 4 მილიონი...

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს

პროექტის დამტკიცება გახდა აქილევსის ქუსლი - დეველოპერებმა ახალი სამშენებლო რეგულაციის შესახებ კომერსანტისგან შეიტყეს
access_time2019-07-15 15:30:22
„სიმართლე გითხრათ, თქვენგან გავიგე მორიგი რეგულაციის შესახებ. თავად ცვლილება შეიძლება სწორიც იყოს, რადგან პირობითად, 5-სართულიან პროექტს კიდევ 2 სართულს რომ ამატებს, მშენებლობის პროცედურის თავიდან დაწყება სამართლიანია. პრობლემა აქ სხვა რამეშია და ეს ბევრად მტკივნეული თემაა - რეგულაციებს რეგულაციებზე აცხობენ და ახალს ისე გამოგიცხობენ, რომ აზრზე არ ხარ. შენ კი უნდ ადგე და ყველაფერს მოერგო. ბიზნესისთვის ასე მარტივი არაა ეს ამბავი“,- აცხადებს...

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას

“ავერსი“, როგორც სოციალურად პასუხისმგებლიანი კომპანია, დღემდე ვერ ახერხებს დაავადებული ფიჭვებისგან “ინფექციური საავადმყოფოს“ ტერიტორიის გაწმენდას
access_time2019-07-15 14:00:07
ფიჭვებზე გავრცელებული დაავადების გამო, ფაქტობრივად, თბილისში ამ სახეობის ჯანსაღი ხე აღარ არსებობს. დაავადების ყველაზე მასშტაბურ ცენტრად თავის დროზე მერია საბურთალოს ტერიტორიას ასახელებდა.  კერძოდ, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ეზოს და ე.წ. წითელ ბაღს. ამის შესახებ “კომერსანტი“  ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წერდა.  მართალია,  მერიამ დაავადებული ხეების ჭრა “წითელ ბაღში“ დაიწყო და ახალი ნარგავებიც გააშენა, მაგრამ ინფექციური...


მსგავსი სიახლეები

up