ირლანდია „საგადასახადო თავშესაფრის“ ფუნქციაზე უარს ამბობს

ირლანდია „საგადასახადო თავშესაფრის“ ფუნქციაზე უარს ამბობს

access_time2021-10-08 16:00:33

ირლანდია საერთაშორისო კომპანიებს გადასახადს 15%–მდე უზრდის – Apple და Google იქ შტაბ–ბინებს ხსნიდნენ დაბალი განაკვეთის გამო. მოქმედი განაკვეთი ერთ–ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში და 12,5%–ს შეადგენს.



გამოცემა The Verge–ს ცნობით, ირლანდია ამ გადაწყვეტილებით ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ეთგო) საერთაშორისო შეთანხმებას შეუერთდა.



ქვეყანა დაბალი განაკვეთით მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საგადასახადო თავშესაფარი იყო. როგორც წესი, ისინი ირლანდიურ შვილობილ კომპანიებს ქმნიდნენ, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებაზე იღებდნენ ლიცენზიას და გადასახადებს იხდიდნენ.




ირლანდიაში დაახლოებით 800 ამერიკული კომპანია ფუნქციონირებს, რომლებშიც დაახლოებით 180 000 ადამიანია დასაქმებული. Apple-მ თავისი პირველი ქარხანა ირლანდიაში 1980 წელს ააშენა და დღეისათვის მის კამპუსში დაახლოებით 6 000 ადამიანი მუშაობს. Facebook-მა შტაბ–ბინა დუბლინში 2008 წელს გახსნა, ხოლო Google-მა – 2003–ში.



ეთგო–ს შეთანხმებამ საერთაშორისო საგადასახადო წესები სამართლიანი და გამჭვირვალე უნდა გახადოს. ეთგო–ს შეფასებით, შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში 15%–იანი გადასახადი ყოველწლიურად დაახლოებით $150 მლრდ–ის შემოსავალს ნიშნავს, რაც საერთაშორისო საგადასახადო სისტემის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.



ეთგო–ს გეგმის თანახმად, კომპანიებმა გადასახადი იმ ქვეყნებში უნდა გადაიხადოს, სადაც მათი პროდუქტი ან მომსახურება იყიდება, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ამ ქვეყნებში წარმომადგენლობები.



ახალი მოთხოვნები იმ საერთაშორისო კომპანიებს შეეხება, რომელთა შემოსავალი $867 მლნ–ს აღემატება. თუ შემოსავალი უფრო დაბალია, ირლანდიაში ისინი 12,5%–ით დაიბეგრებიან. ეთგო–ს ახალი წესები ძალაში 2023 წელს შევა.



„დარწმუნებული ვარ, ირლანდია შეინარჩუნებს მიმზიდველობას ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის ინვესტიციების განსახორციელებლად“, – აღნიშნა ზემოხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ირლანდიის ფინანსთა მინისტრმა პასკალ დონოჰომ.


vc.ru




ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის

ომის ზღვარზე - რუსეთი უკრაინის საზღვართან ჯავშანტექნიკის რაოდენობას ზრდის
access_time2022-01-20 19:00:25
რუსეთის მხრიდან უკრაინაზე თავდასხმის ალბათობა ამ დრომდე ნარჩუნდება. მძიმე ტექნიკა და 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი მოსკოვს მეზობელი ქვეყნის საზღვრიდან არ გაჰყავს და კონტიგენტს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალითა თუ ჯავშანტექნიკის დამატებითი ერთეულებით ავსებს. დასავლეთი პუტინს სანქციებით ემუქრება, წარსულის გამოცდილება აჩვენებს, რომ კრემლში სანქციების არ ეშინიათ, თუმცა სანქციებსაც გააჩნია, ერთია ალუმინის მომპოვებელი საწარმოს მეწილისთვის ვიზის არ მიცემა და მეორე საერთაშორისო საბანკო გადარიცხვების...

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა

20 იანვარი - ლარის კურსი უმეტეს ვალუტასთან მიმართებით გამყარდა
access_time2022-01-20 18:00:08
20 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.15 თეთრით 3.0825- მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0800 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.50 თეთრით 3.4980-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.02 თეთრით 4.1990 -მდე, 1000 სომხურ დრამთან კი 1.36 თეთრით 6.3946-მდე, 100 რუსულ რუბლთან 0.66 თეთრით 4.0305-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.08 თეთრით 1.8160-მდე გამყარდა.  თურქულ ლირასთან 0.14 თეთრით 0.2293-მდე...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2022-01-20 21:00:32
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. თბილისი - 190 მლნ ლარი, ბათუმი - 105 მლნ ლარი, ქუთაისი - 30 მლნ ლარი - მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურული გეგმები საქართველოს მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას...

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული

„აირზენას“ შეძენით ჩინური და არაბული კომპანიები არიან დაინტერესებული
access_time2022-01-20 20:00:00
„საქართველოს ეროვნული ავიაკომპანიის „აირზენას“ შესაძენად უკვე არის დაინტერესება ჩინური და არაბული კომპანიის მხრიდან“. ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ ყოფილმა დირექტორმა, „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯის“ დამფუძნებელმა რომან ბოკერიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ხელშეკრულებით არაბული კომპანიის დასახელება არ შეუძლია, რაც შეეხება ჩინურ მხარეს, ბოკერიას თქმით, „აირზენას“ შეძენით დაინტერესებულია სინჩუანის პროვინციის...

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო

ქეთევან დედოფლის გამზირი იკეტება - სრული რეაბილიტაცია დაიწყო
access_time2022-01-20 14:55:00
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ეტაპად წარიმართება, პირველ ეტაპზე კი ქეთევან დედოფლის გამზირზე მიწისქვეშა კომუნიკაციები განახლდება. „ვიწყებთ ქეთევან დედოფლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას. ინფრასტრუქტურული პროექტი...


მსგავსი სიახლეები

up