ირინა აბულაძემ განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

ირინა აბულაძემ განათლების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

access_time2020-03-02 15:50:12

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ აბულაძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც აბულაძე აღნიშნავს, თავის გეგმებზე ის მოგვიანებით ისაუბრებს.


„მივიღე გადაწყვეტილება, არსებული პოსტი დავტოვო და ცხადია, გავაგრძელო ამ საქმის და გუნდის ერთგულება რეფორმის დანერგვის შემდეგ ეტაპზე. ჩემს გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით. ძალიან მოკლედ გავიხსენებ ამ პერიოდის ჩემთვის ერთ-ორ მნიშვნელოვან განვითარებას, და აქვე, პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი ყოფილ მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს, ჩვენს გუნდს სამინისტროში, ჩემს კოლეგა მინისტრის მოადგილეებს ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და სხვა სამინისტროებიდან, ასეთი აქტიური და ნამდვილად შესაშური (7/24) თანამშრომლობისთვის!


პირველი ოფიციალური შეხვედრა, დანიშვნიდან პირველივე შაბათს ფინანსთა სამინისტროში გვქონდა, სადაც ითქვა, რომ უნდა დაიდოს განათლების რეფორმის სისტემური ხედვა ყველა დონეზე, არა ცალკეულად აღებული ზოგადი ან რომელიმე საფეხურის. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი მათ შორის კავშირების დანახვა იყო, თუ როგორ უწყობს თითოეული საფეხურის განვითარება, შემდეგის განვითარებას ხელს. იმ და შემდეგ ბევრ შეხვედრაზე, მათ შორის საერთაშორისო და საფინანსო ორგანიზაციებთან ვმსჯელობდით განათლების სისტემის განვითარებაზე, კვლევებზე და საქართველოს სპეციფიკაზე, ესგ ჯგუფის მიერ მომზადებულ კონცეფციაზე, რომელიც რეფორმის დაწყებას სწორედ საკლასო ოთახიდან გულისხმობდა. მიღწევებზე და იმ ფუნდამენტზე, რაზეც აუცილებლად უნდა დაშენებულიყო ეს ხედვა.


ამ ყველაფერთან სინქრონში დავიწყეთ მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს შევთავაზეთ არჩევანი - სურვილის შემთხვევაში მათი ღირსეული გაცილების გზით.



წახალისებაზე ორიენტირებული სისტემა, სკოლების მართვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, ამისათვის სკოლების „დარუქების" პროექტის დაწყება (რომლის სოფტი MCC/MCA შეგვიძინა), - სადაც EMIS ბაზაზე ამ ეტაპისთვის სისტემაში ჩაშენდა უამრავი მონაცემი და დაიხაზა საფეხმავლო გზებიც კი, უბნის დონეზეა შესული მონაცემები მოსწავლების შესახებ და განათლებაზე ხელმისაწვდომობის სრული ანალიზია შესაძლებელი. შემდგომ კი მოსწავლეთა შედეგების და სკოლების თვით/შეფასების ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა.


ეს ყველაფერი კი მიმართულია - სკოლების გაძლიერებისკენ გადაიქცნენ სოციალურ-კულტურულ, მულტიფუნქციურ განათლებისა და აღზრდის კერებად, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის, რეგიონის და სოფლის გასაძლიერებლად. ამ ხედვის შეთავაზებით, წელიწადნახევარში 300 მლნზე მეტი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტების მოძიება გახდა შესაძლებელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მზარდი სახელმწიფო ბიუჯეტის დადასტურება! დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, განათლების მუშაკებს, ჩვენს ყველა დარგობრივ, ფინანასურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ჩვენს სსიპ-ებს, საერთაშორისო პარტნიორებს და პოლიტიკურ გუნდს!


„რეფორმა“- პროცესია, მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და მდგრადობა, მონაცემებზე დაფუძნებით მუდმივი დახვეწა. ყველაფერი გრძელდება და კიდევ უამრავ და მასშტაბურ სიახლეს შემოგვთავაზებს, რაშიც დიდ წარმატებას ვუსურვებ სამინისტროში ჩემს კოლეგებს! და რა თქმა უნდა, მადლობა მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მისი ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის, ჩვენი თანამშრომლობის ყველა ეტაპზე!“, - წერს აბულაძე.


ცნობისთვის, ირინა აბულაძე მინისტრის მოადგილის თანამდბეობას 2018 წლის ივლისიდან იკავებდა. მანამდე ის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მუშაობდა და მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს ხელმძღვანელობდა. ასევე 2016 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.


ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up