„ირიბი სპეცოპერაცია თურქეთის რეგრესული რეჟიმის წინააღმდეგ უკვე დაიწყო“-ზურაბ გურული

„ირიბი სპეცოპერაცია თურქეთის რეგრესული რეჟიმის წინააღმდეგ უკვე დაიწყო“-ზურაბ გურული

access_time2019-10-14 11:43:20

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული, თურქეთისა და ამერიკის ურთიერთობის შესახებ სოციალური  ქსელში ვრცელ სტატუსს ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:

ასე რომ შევხედოთ?
თურქეთი ნატო-ს წევრია, ამერიკის მოკავშირე. ამჟამად გეოსტრატეგიულად ამ უაღრესად მნიშვნელოვან ქვეყანას აკონტროლებს შუასაუკუნეების მენტალიტეტის მქონე დიქტატორი, რომელსაც მხარს უჭერს ქვეყნის ბნელი უმრავლესობა ( ჩვენი არ იყოს ). სპეცოპერაცია ამ დიქტატორის დასამხობად, ჩააფლავა ამერიკის წინა პრეზიდენტმა თავისი გაფარჩაკებული დაზვერვის წყალობით, რომლის ინფილტრირებაც წარმატებით მოახერხა რუსეთმა. ასე შეიკრა ერდოღან-პუტინის უნებლიე ალიანსი.
ამერიკა გასაგები მიზეზების გამო ღიად ვერ წავა თურქეთის წინააღმდეგ. თურქეთი კი არ ეშვება ქურთებს. ამიტომ, ქურთებს ამერიკის ოფიციალური მხარდაჭერა არ და ვერ ექნებათ.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კერძო კომპანიების საშუალებით ამერიკა არ გააგრძელებს ქურთების აღჭურვა-მომარაგებას. პარალელურად ამერიკა დააკვირდება ევროპის პოლიტიკურ რეაქციებს. რუსეთიც ასე იქცევა "ვაგნერის" მეშვეობით.
ამერიკის მოკავშირე ისრაელი ოფიციალურად გვერდით დაუდგა ქურთებს. ამით ბევრი რამ არის ნათქვამი. ასე რომ, დამხმარე არხი გაჭრილია.
ეკონომიკურად სერიოზულად შეყანყალებულ თურქეთს თავზე დააწვა ყოველდღიური მრავალმილიონიანი ხარჯები და შეტაკებებში დახოცილი თურქი ჯარისკაცები, რომელთა გვამების რაოდენობა უწყვეტად გაიზრდება. ეს სერიოზულად დაარტყამს ერდოღანის პოპულარობას.
ფაქტიურად, ირიბი სპეცოპერაცია თურქეთის რეგრესული რეჟიმის წინააღმდეგ უკვე დაიწყო...“,-წერს ზურაბ გურული.

თეგები:
აშშ



„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“

„ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი–კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ“
access_time2019-11-14 23:02:59
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება. „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი - არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება - კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ - ხელიდან...

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე

„დღეს კონსტიტუციური კანონი პირველი მოსმენით არ ჩავარდნილა, რადგან კონსტიტუციის ცვლილების მისაღები ქვორუმი არის 100“ - ზვიად კორძაძე
access_time2019-11-14 21:35:43
...

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს

მამუკა ხაზარაძის მიმართვა ბიზნესმენებს
access_time2019-11-14 21:45:32
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას ბიზნსმენებს მიმართა და აღნიშნა, რომ „დღეიდან ყველამ ძალიან მწყობრი ნაბიჯებით ეს ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ არსებული მდგომარეობიდან“. მინდა მოვუწოდო ჩემ ძმებს, ჩემ მეგობრებს, ბიზნესმენებს. ძმებო ასეთი ტყუილების ქვეყანა არ გამოვა, ვერც ბიზნესი გაიხარებს, ვერაფერი ვერ გაიხარებს . მე ვიცი რა მდგომარეობაში გვიწევდა შრომა და მუშაობა 30 წლის განმავლობაში. ყველა...

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის

15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ახალ სტანდარტებზე გადადის
access_time2019-11-14 18:40:11
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის სამუშაო შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალი მეთოდოლოგია წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე და აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე. მიმდინარე წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეროვნულ ანგარიშთა სისტემის (ეას) ახალ...

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად

თინა ხიდაშელი: სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად
access_time2019-11-14 18:05:57
სამი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ივანიშვილმა ვითარების შემოსაბრუნებლად - წერს სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელი თინათინ ხიდაშელი.    1.საჯაროდ მიმართოს იმ 8 დეპუტატს ვინც დატოვა უმრავლესობა დაბრუნდნენ, რადგან სწორედ მათი პოზიცია არის თანხვედრაში პარტიის ხაზთან - მხარს ვუჭერთ 2020 პროპორციულ არჩევნებს. შესაბამისად, ისინი უნდა დარჩნენ პარტიაში.   2. პარტიიდან უნდა გარიცხოს ყველა, ვინც დღეს პარტიის...


მსგავსი სიახლეები

up