IRI საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კითხვაზე „რომელ ქვეყანას მიიჩნევთ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ პარტნიორად? რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ პოლიტიკურ/ეკონომიკურ საფრთხეს“ პასუხები ასე გადანაწილდა:
ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ (65%) და ეკონომიკურ (51%) პარტნიორად გამოკითხულთა უმეტესობა აშშ-ს მიიჩნევს. ამასთან, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ყველაზე დიდ პოლიტიკურ (82%) და ეკონომიკურ (70%) საფრთხეს საქართველოსთვის რუსეთი წარმოადგენს.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები Institute of Polling and Marketing-მა ჩაატარა.