IRI-ის პრეზიდენტი: სასამართლო არ უნდა იყოს ოპოზიციის წინააღდეგ იარაღად გამოყენებული

IRI-ის პრეზიდენტი: სასამართლო არ უნდა იყოს ოპოზიციის წინააღდეგ იარაღად გამოყენებული

access_time2020-02-12 22:10:00

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი, დენიელ ტვაინინგი გიგი უგულავას დაკავების საქმეს ეხმიანება. ის აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციის წინააღდეგ სასამართლოს იარაღად გამოყენება დაუშვებელია.


„საქართველოს დემოკრატია ზეწოლის ქვეშაა. დემოკრატიაში, სახელმწიფოს კონტროლი ადმინისტრაციული და სასამართლო ინსტიტუტები, დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღად არ შეიძლება იყოს გამოყენებული. დემოკრატიის არსი მდგომარეობს პარტიებს შორის ჯანსაღ პოლიტიკურ შეჯიბრში და თანაბარ თამაშის წესებში, რომელიც მიუკერძოებელი კანონის უზენაესობით იმართება.


ის მდგომარეობს თავისუფალ და სამართლიანი არჩევნებში იმის უზუნველსაყოფად, რომ ლიდერები რჩებიან ანგარიშვალდებულნი ხალხის წინაშე და არ იყენებენ ძალაუფლებას ბოროტად, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. შეერთებულ შტატებში, ისევე როგორ საქართველოში, არსებობს შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის დიდ მისწრაფებას იყოს დასავლეთის ნაწილი“, - ნათქვამია ტვაინინგის განცხადებაში, რომელიც მან წერილობით „ამერიკის ხმის“ კითხვის პასუხად გააკეთა.


გიგი უგულავასთვის პატიმრობის კიდევ ერთხელ მისჯას, პოლ სტრონსკიც აფასებს, კარნეგის ფონდის მკვლევარი. სტრონსკი, რომელიც საქართველოს საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებულს გავს.


„დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიის საფრთხეში ყოფნას ნიშნავს. თუმცა, ვიტყოდი: ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოს დემოკრატია სრულად არაა ჩამოყალიბებული. საქართველოში ეს თარგი ადრეც გვინახავს, როცა ლიდერი დემოკრატიული დაპირებებიდან, არადემოკრატიულ ტენდენციებში ინაცვლებს.



მე არ ვიცი დეტალები გიგი უგულავას კორუფციის საქმის. სააკაშვილის პერიოდიდან ბევრი პრობლემა შემორჩა და არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამ საქმის უკან. თუმცა, ადამიანმა უკვე მოიხადა სასჯელი და მეორედ მისი დევნა, ნამდვილად გამოიყურება ძალზედ პოლიტიკურად, მაშინ როცა ის უფრო აქტიური გახდა „ევროპულ საქართველოში“, რომელიც აგარიშსგასაწევი ძალა ხდება. ეს ნამდვილად გამოიყურება როგორც შერჩევითი სამართლებრივი დევნა“, - აცხადებს ის.


უგულავას დაკავების შემდეგ, განცხადებები გააკეთა ასევე ამერიკის, თუ ბრიტანეთის საელჩოებმა, შეერთებული შტატების სენატის და კონგრესის წარმომადგენლებმა.


10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს პატიმრობა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით განუსაზღვრა. საპასუხოდ, ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტა.


მოლაპარაკებები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და "ქართულ ოცნებას" შორის, 2019 წლის დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობდა და მასში დიპლომატიური კორპუსიც მონაწილეობდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან მხარეები მას შემდეგ დასხდნენ, რაც საქართველოს პარლამენტმა დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და ცნობილი გახდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემით 2020 წლის არჩევნები აღარ გაიმართებოდა.


პარტია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის სახელით ოპოზიციურ ძალებს დაპირება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მისცა. თუმცა, რამდენიმე თვეში, "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.


წყარო: ამერიკის ხმა





რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?

რამდენ ხანს გავძლებთ ასე გაყინული?
access_time2020-04-02 18:40:38
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელ  Faceebok-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „რელიგიური რიტუალების ჩატარება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით,ისევე როგორც, (როგორც გაირკვა) ონლაინ გაყიდვების დაშვება თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. ან სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების მუშაობა თუ შეიძლება გარკვეული წესების დაცვით. რატომ არ შეიძლება რომ რესტორანმა/კაფემ იფუნქციონიროს გარკვეული წესები...

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება

2 აპრილი - ქართული ლარი და თურქული ლირა მყარდება
access_time2020-04-02 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, სამეზობლოში ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 6 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია

რუსული ნავთობის ფასმა ახალ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია
access_time2020-04-02 18:15:56
რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე 11 დოლარზე ნაკლებია.  ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ. ურალსის ტიპის რუსული ნავთობის ღირებულება ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში 1 აპრილს 10,54 დოლარამდე დაეცა და ახალი ანტირეკორდი დაამყარა-  ამის შესახებ სააგენტო Argus-ი წერს. ასეთი მინიმუმი 1999 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა. ურალს-ის ნავთობის პარტიის ფასი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-02 21:30:11
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„საქართველოს ეკონომიკის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო ინსტიტუტებიდან მაქსიმალური თანხის მობილიზებაა საჭირო, თუმცა სესხიც დაგვჭირდება“ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიო ეკონომიკა კრიზისულ ფაზაში შედის და ეს ყველაზე...

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“

„გარდამავალ სტადიაში ვართ, მაგრამ მშენებლობებს არ ვაჩერებთ“
access_time2020-04-02 16:15:00
2020 წლის 30 მარტის დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა.  შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა. თუმცა, დღეს  საქართველოს მთავრობის №211 დადგენილების თანახმად რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა დასაშვები ხდება.   დეველოპერებს ახლა იმის...


მსგავსი სიახლეები

up