IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულები მთავრობის ყველაზე დიდ წარუმატებლობად შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებენ

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულები მთავრობის ყველაზე დიდ წარუმატებლობად შეუსრულებელ დაპირებებს ასახელებენ

access_time2019-11-19 11:56:16

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ მთავრობის ყველაზე დიდი წარუმატებლობა შეუსრულებელი დაპირებებია.კითხვაზე: რა მიგაჩნიათ მთავრობის მთავარ წარუმატებლობად, პასუხები ასე გადანაწილდა: ლარის გაუფასურება - 8%, ივნისის მოვლენები - 7%, ეკონომიკური კრიზისი - 6%, მცოცავი ბორდერიზაცია - 5%, უმუშევრობა - 4%, სიღარიბე - 4%, კოჰაბიტაცია - 4%, ხალხზე არზრუნვა-3%, ნდობის დაკარგვა - 3%, ფასების ზრდა - 3%.


დასაქმების პოლიტიკას, გავრილოვის ვიზიტს, რუსეთთან ურთიერთობებს, უსამართლობას-მოხახლეობის თითო პროცენტი მიიჩნევს მთავრობის მთავარ წარუმატებლობად.


პასუხი რესპონდენტთა, რომელთაც კითხვაზე პასუხი არ იციან/არ პასუხობენ წარმოადგენს 28%-ს.



რაც შეეხება მთავრობის მთავარ წარმატებას, აქ რესპოდენტთა 13%-ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს. მომდევნო ადგილებზე 4-4%-ით ინფრასტრუქტურა, ძალადობის არ არსებობა, განათლება და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან სახელდება. კითხვაზე, რა მიგაჩნიათ მთავრობის მთავარ წარმატებად, გამოკითხულთა 3% გზებს, 3%-სიტყვის თავისუფლებას, 3%-დემოკრატიას ასახელებს. სიაში მოხვდა პენსიების ზრდაც, რომელსაც მოსახლეობის 2% მიიჩნევს მთავრობის მთავარ მიღწევად. გამოკითხულთა თითო პროცენტმა ვალების პატიება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პოლიტიკიდან განდევნა მთავრობის მთავარ მიღწევად დაასახელა.


რაც შეეხება კითხვაზე პასუხს არ ვიცი/არ ვპასუხობ, ამ შემთხვევაში, რესპონდენტთა რაოდენობა 36%-ია.


ipn.ge


თეგები:
IRI



კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება

კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება
access_time2019-12-15 11:00:41
კომერციული ატაშეს თანამდებობა უქმდება და მის ნაცვლად, უცხო სახელმწიფოში ეკონომიკურ საკითხებზე საქმიანობის განხორციელება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანს დაეკისრება. შესაბამისი ცვლილებები „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება 16 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე...

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი

PAVONE - მინის ფერადი ბრენდი
access_time2019-12-15 14:00:23
ქართული ბრენდი PAVONE მინის ხელნაკეთ, ექსკლუზიურ ფერად სამკაულებსა და ინტერიერის აქსესუარებს ქმნის. ბრენდი მარიამ მარქაროვმა 3 წლის წინ დააფუძნა. ის მინის დამუშავებისა და მოხატვის ხელოვნებას პროფესიულად ფლობს. ხელოვანების ოჯახში გაზრდილმა, სწავლა სამხატვრო აკადემიაში შესაბამის ფაკულტეტზე გააგრძელა. მინის ოსტატობის დაუფლების შემდეგ, სტიპენდია ზედიზედ სამჯერ, ამერიკის შეერთებულ შტატებში,...

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი
access_time2019-12-15 16:00:28
"დამთავრდა”, – ეს არის ერთსიტყვიანი მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც 2016 წლის 14 ოქტომბერს მარიამ ვალიშვილისგან მივიღე. ის მაშინ, ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის რანგში, ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში იმყოფებოდა, სადაც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მიერთების ოქმს ქართულმა მხარემ ხელი ოფიციალურად მოაწერა. ამიტომ “დამთავრება” ამ შემთხვევაში მხოლოდ დასაწყისის მანიშნებელი იყო, რადგან ხელმოწერის ცერემონიის დასრულებასთან ერთად...

„სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“

 „სახელმწიფო შესყიდვებისა და ტენდერის გამოცხადების დროს, რეალური კონკურენცია უნდა არსებობდეს“
access_time2019-12-15 12:00:58
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ ნინო ლიპარტიასთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსამართლემ, ხატია არდაზიშვილმა სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვების პროცესში დისკვალიფიკაციასა და მის შედეგებზე ისაუბრა. „სახელმწიფო შესყიდვები ძალიან რთული და საინტერესო თემაა.შესყიდვა...

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ყველა მთავრობის წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა  ყველა მთავრობის  წყევლაა, მისი გაუქმება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია“
access_time2019-12-15 10:00:50
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა ქართულ ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასა და 2020 წლის პერსპექტივები ისაუბრა. მისი თქმით, ლარის გამყარებაზე დადებითი როლი რამდენიმე ფაქტორმა ითამაშა. გიორგი ხიშტოვანი საზოგადოების მხრიდან ეროვნული ბანკის მიმართ ნდობის გაზრდაზე საუბრობს და ამბობს,რომ ლარის გამყარება ეკონომიკურ მაჩვენებლებში არსებულ კონკრეტულ ცვლილებებთან არ არის...


მსგავსი სიახლეები

up