ირანული სამშენებლო კომპანიები ქართული ინფრასტრუქტურული პროექტებით ინტერესდებიან

ირანული სამშენებლო კომპანიები ქართული ინფრასტრუქტურული პროექტებით ინტერესდებიან

access_time2019-02-06 17:30:38

როგორც „კომერსანტს“ ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების წარმომადგენელმა ალი ნამდარმა განუცხადა, ირანული სამშენებლო კომპანიები ქართული ინფრასტრუქტურული პროექტებით ინტერესდებიან.


ალი ნამდარი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამართულ ღია კარის დღეს ესწრებოდა, სადაც ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ტენდერის გამოცხადება დაანონსდა.


ნამდარის თქმით, ირანული სამშენებლო კომპანიები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში.


„ირანულმა კომპანიებმა, რომლებიც ჩართულნი არიან გზების და გვირაბების მშენებლობაში, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. იმ პროექტებს, რომლებიც ირანში ხორციელდება, 100%-ით ირანული კომპანიები ასრულებენ. გარდა ამისა, ირანული სამშენებლო კომპანიები სხვა ქვეყნებშიც წარმატებით იმარჯვებენ ტენდერებში, რადგან დაბალი ფასით და მაღალი ხარისხით გამოირჩევიან. სომხეთსა და საქართველოს შორის ხიდის მშენებლობას, რომელიც გასული წლის დასაწყისში დაიწყო, სწორედ ირანული კომპანია Ariana Tunnel Dam Company  ახორციელებს,“  განაცხადა ალი ნამდარმა.




კომერსანტის კითხვაზე - ირანული სამშენებლო კომპანიები თანახმა არიან თუ არა, ითანამშრომლონ ქართულ კომპანიებთან, მაგალითად, ქვეშეთი-კობის პროექტის ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორად აიყვანონ ქართული კომპანია?— ნამდარის პასუხობს, რომ აქ გადამწყვეტი გამარჯვებული კომპანიის შესაძლებლობებია.



„ეს იმაზეა დამოკიდებული, რომელი კომპანია დაინტერესდება ამ პროექტით. ირანულ კომპანიებს, რომლებიც მოცულობისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით, მასშტაბურები არიან, არ სჭირდებათ ქვეკონტრაქტორები და პროექტის ყველა ეტაპს თავად ახორციელებენ. მცირე კომპანიას, რომელსაც არ აქვს გამორჩეული გამოცდილება და შესაძლებლობები, მეტი ინტერესი ექნებათ ქართულ კომპანიებთან ითანამშრომლონ,“ — განმარტა ალი ნამდარმა.



მარიამ ტიტვინიძე





Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება

Deutche welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება
access_time2019-06-27 14:00:09
ქართული ღვინის ხარისხი ბოლო წლებში მკვეთრად გაუარესდა - ამტკიცებს როსპოტრებნადზორი, თუმცა ავსტრიელი და გერმანელი მეღვინეები ამას ვერ ამჩნევენ - ალბათ იმიტომ, რომ ყიდულობენ ყველაზე ხარისხიან ქართულ ღვინოს ევროპული ბაზრისთვის. მოთხოვნა კი სწრაფად იზრდება. „არც ჩვენ, არც მაკონტროლებელ ორგანოებს არ გვაქვს არავითარი პრობლემები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით,“ - ამბობს ჰამბურგში მდებარე მაღაზია GeoVino-ს თანამფლობელი ანდრე...

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე

გია ხუხაშვილი: ხელისუფლება აღმოჩნდა პოლიტიკურ ბუნკერში, ახალი პოლიტიკური კლასი კი ამოდის ზედაპირზე
access_time2019-06-27 12:30:59
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციების პარალელურად, რამდენიმე დღის განმავლობაში ხელისუფლება აანონსებდა, რომ დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ტრიბუნიდან მთავრობის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს მოგვასმენინებდა. ასევე დაანონსებულია, რომ ხვალ საკანონმდებლო ორგანოში მივა შს მინისტრი გიორგი გახარია. რამდენად სწორად გეგმავს ხელისუფლება პოლიტიკურ ნაბიჯებს და რამდენად...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება გრძელდება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარი გახდა - ლარის გაუფასურება  გრძელდება
access_time2019-06-27 12:23:14
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 აშშ დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრებოდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების...

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი

სებ-ის განცხადება ლარის გაუფასურებაზე - საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი
access_time2019-06-27 11:50:53
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებასთანდ აკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ინფორმაციას „კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენს სხვადასხვა შიდა და გარე ფაქტორი, მათ შორის მოლოდინები. შესაბამისად, ინფორმაცია რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მოსალოდნელი შემცირების...

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს 1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“

“ჩვენი მოლოდინი იყო, რომ საქართველოში წელს  1.7 მლნ-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მლრდ ლარი იქნებოდა“
access_time2019-06-27 10:00:54
„ჩვენი მოლოდინი იყო, რომ წლის ბოლომდე საქართველოში ტურისტული მიზნებით 1.7 მილიონზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდოდა, მათი დანახარჯები კი 2.5 მილიარდი ლარი იქნებოდა. ბუნებრივია, დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვევის წინაშე. ჩვენი როლი და ფუნქცია არის ის, რომ შევასუსტოთ ეს დარტყმა და დანაკარგი.“ რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი...


მსგავსი სიახლეები

up