ირანული ცემენტის  დემპინგური ფასის შედეგი- „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ მომდევნო ღუმელის გაჩერებას  უკვე კასპში, 1 აგვისტოს გეგმავს

ირანული ცემენტის დემპინგური ფასის შედეგი- „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ მომდევნო ღუმელის გაჩერებას უკვე კასპში, 1 აგვისტოს გეგმავს

access_time2018-07-23 11:00:07

გასულ კვირას  საქართველოს ცემენტის ასოციაციამ (დამფუძნებელი კომპანიაჰაიდლბერგცემენტ ჯორჯია“) საქართველოს ცემენტის ინდუსტრია ირანული ცემენტის გაზრდილი იმპორტის გამო, საფრთხის წინაშე დააყენა. გარდა ამისა, კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა რუსთავის ქარხნის ღუმელი გათიშა და დედოფლისწყაროს კირქვის საბადოზე მოპოვების შეწყვეტა. ამის მიზეზად ირანიდან დემპინგური ფასით ცემენტის შემოტანა დასახელდა.


 


„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდა  ცემენტის ქართული წარმოება და  რაშია გამოსავალი?  აღნიშნულ კითხვებზე „კომერსანტს“ ექსკლუზიურად „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“  გენერალურ დირექტორმა  მიხაელ ჰამპელმა უპასუხა:

 

 

რამდენად აზარალებს და საფრთხეს უქმნის თქვენს წარმოებას ირანული ცემენტის დემპინგურ ფასში იმპორტი?

 

ირანული ცემენტის მწარმოებლების მიერ კლინკერსა და ცემენტზე დაწესებულმა დემპინგურმა ფასებმა საგრძნობლად შეამცირა პროდუქციის ფასები საქართველოში. ასეთ პირობებში კონკურენციის გაწევა შეუძლებელი ხდება, რადგან აღნიშნული ფასები წარმოების თვითღირებულებაზე ბევრად დაბალია.

 

მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა ირანული კლინკერის იმპორტზე დააწესა, იმპორტის გადასახადი ტონაზე 70 აშშ დოლარის ოდენობით, ირანული კლინკერის რეალიზაცია აზერბაიჯანში შეუძლებელი გახდა, ამას დაემატა ირანისთვის დაწესებული იმპორტის შეზღუდვები უამრავ სხვა ქვეყანაში, შესაბამისად   ირანულმა კომპანიებმა მთელი ყურადღება საქართველოზე მომართეს, რომლის ბაზარზე შეღწევა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშეა შესაძლებელი. ყოველივე ამან საქართველოს ცემენტის ინდუსტრიაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. „ჰაიდელბერგცემენტი“ კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. კომპანიას ერთი კვირის წინ კლინკერის კუთვნილი 5 ღუმელიდან ერთის გაჩერება მოუხდა (ბოლო 2 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის დემპინგური ფასების გამო რუსთავში უკვე 2 ღუმელი გაჩერდა და კლინკერის არსებული 7 ღუმელიდან ახლა მხოლოდ 4 მუშაობს). კლინკერის შემცირებული წარმოება იწვევს კირქვის ნაკლებ საჭიროებას, ამიტომ „ჰაიდელბერგცემენტი“ იძულებული გახდა გასულ კვირას დედოფლისწყაროს კირქვის კარიერზე  მომუშავე პერსონალის ერთი ცვლაც შეემცირებინა.

 

ბოლო პერიდოში „ჰაიდელბერგცემენტის“ გაყიდვების საგრძნობლად შემცირების და ირანული ცემენტის დემპინგურ ფასად გაყიდვების ზრდის გამო, კომპანიის ოპერირება კიდევ უფრო შეფერხდა. მომდევნო ღუმელის გაჩერება უკვე კასპში, 1 აგვისტოს იგეგმება. ასეთ ვითარებაში დამატებითი ზიანი გახლავთ ის, რომ ქვანახშირზე მოთხოვნაც აღარ იარსებებს. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ტყიბულის ქვანახშირის საბადო, წინა კვირას მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, ისევ დაიწყებს მუშაობას უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით. თუმცა, საკითხავია რამდენ ქვანახშირს შეიძენს „ჰაიდელბერგცემენტი“ ტყიბულის საწარმოდან, რადგან ღუმელების გაჩერებასთან ერთად კომპანია იძულებული ხდება სულ უფრო ცოტა ნედლეული მოიხმაროს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ცემენტის წარმოებისთვის კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი„ ტყიბულის ქვანახშირის 90%-ზე მეტს მოიხმარს.


 

 

-თქვენ (ცემენტის ასოციაციის ეგიდით)  გავრცელებულ განცხადებაში აცხადებთ, რომ გათიშეთ  რუსთავის ქარხნის ღუმელი და შეწყვიტეთ მოპოვებითი სამუშაოები დედოფლისწყაროს კირქვის საბადოზე, რის გამოც იძულებული ხართ  დაითხოვოთ ასობით თანამშრომელი. რამდენად გლობალური შეიძლება გახდეს ეს სცენარი და ხომ არ დგას ქართული ცემენტის წარმოება კითხვის ნიშნის ქვეშ?

 

 

-კასპის ახალი საწარმოო ხაზიც კი (რომელიც 2019 წლიდან დაიწყებს ოპერირებას) ვერ გაუწევს დემპინგურ ფასებს კონკურენციას. ბევრ თვლასაც არ აქვს აზრი, რადგან შუძლებელია  კონკურენცია გაუწიო  საკმაოდ მაღალი წილით სუბსიდირებულ პროდუქციას, თან როცა მათი მიზანი არა ბიზნესიდან მოგების მიღებაა, არამედ მყარ ვალუტაზე წვდომა (ა.შ.შ. დოლარი). მსოფლიოში საუკეთესო ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმოც კი ვერ იქნება ამ სიტუაციაში კონკურენტუნარიანი. თუ აღნიშნული პრაქტიკა არ შეჩერდება, საქართველოში ცემენტის ინდუსტრია ნამდვილად დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც ასევე მოყვება ნახშირის ინდუსტრია და სხვა ყველა ბიზნესი რომელიც დაკავშირებულია ამ სფეროსთან.


 

-თქვენი მოსაზრებით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ და რა არის გამოსავალი?

 

-მე არ ვარ უფლებამოსილი რაიმე რჩევა მივცე სახელმწიფოს, თუმცა სხვა ქვეყნები (მაგალითად აზერბაიჯანი) საკუთარი ინდუსტრიის დასაცავად აწესებენ გადასახადებს, რაც მათ მიერ დასახული გეგმების შესრულებას უზრუნველყოფს.

 

რამდენად ხარისხიანია ქართული ცემენტის წარმოება იმპორტირებულთან შედარებით?


იმპორტირებული ცემენტის და კლინკერის ხარისხის შემოწმება საქართველოში არავის, არასდროს მოუხდენია, მისი შემოტანა და მოხმარება ჩვეულებრივ, ყოველგვარი შემოწმების გარეშე ხდება და არავინ იცის რამდენად კარგი ან ცუდი ხარისხისაა. ის რაც წინა წლებში ცემენტის ხარისხის შემოწმებიდან შევიტყვეთ არის, რომ საქართველოში რეალიზებული ცემენტის ძალიან მცირე ნაწილი აკმაყოფილებს საერთაშორისო ნორმებს და სტანდარტებს, შემოწმებული ცემენტის ნიმუშების 2/3-დან 3/4-მდე ძალიან შორსაა მათ შეფუთვასა თუ სერტიფიკატზე მითითებული ხარისხისგან. ამ ფაქტს ადასტურებს საქართველოს ცემენტის ასოციაციაც, რომელიც თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიის მეშვეობით ბაზარზე არსებული ცემენტის ე.წ. „ბრმა“/ფარულ ტესტირებას ახდენს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველო სეისმურად აქტიური რეგიონია და სამშენებლო სფეროში განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

 

 

  ირანული ცემენტის შემოსვლის შედეგად, ხომ არ დადგება მშენებლობების ხარისხიანობის პრობლემა? ანუ რამდენად ხარისხიანია ირანული იაფფასიანი ცემენტი?

 

როგორც ავღნიშნე, ამ პროდუქტის ხარისხი არავინ იცის, რადგან მათი იმპორტი ხარისხის შემოწმების გარეშე ხორციელდება. ჩემი აზრით, თითოეული სატვირთო ავტომობილი თუ სარკინიგზო ვაგონი  უნდა შემოწმდეს ხარისხზე, რაც 28 დღეს მოითხოვს. მხოლოდ ხარისხის შემოწმების შემდეგ უნდა მოხდეს მათი დაშვება ქვეყნის ტერიტორიაზე, ხოლო განბაჟება შესაბამისი იმპორტის გადასახადის შემდეგ, რათა თავიდან იქნას აცილებული დემპინგის ისეთი აგრესიული ფორმები რასაც დღეს აქვს ადგილი. ცემენტის ინდუსტრია  ქვეყნისთვის არა მხოლოდ ერთ-ერთი უმთავრესი ინდუსტრიაა, არამედ წარმოადგენს 10 000-ობით ოჯახის დასაქმების და შემოსავლის წყაროს მთელი საქართველოს მასშტაბით (ცემენტი, ქვანახშირი, კარიერები, მომწოდებლები - ერთად აღებული)

 

ავტორი: სოფო ქსოვრელი 




20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...

Bloomberg: ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება

Bloomberg:  ჩინეთის ეკონომიკა ზრდის კრიზისამდელ მაჩვენებელს უახლოვდება
access_time2020-10-20 19:00:20
2020 წლის დასაწყისიდან პირველი 6 თვის ვარდნის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკა 0,7%-ით გაიზარდა.   ჩინეთი შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა გახდეს, რომლის ეკონომიკაც წელს გაიზრდება და ამას საფუძვლად კორონავირუსის აგრესიული შეკავება დაედება.   2020 წლის მე-3 კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 4,9%-ით გაიზარდა, წლიურ ჭრილში კი 0,9%. შესაძლოა ეს რიცხვები მოკრძალებულად მოგეჩვენოთ, თუმცა, საუბარია ზრდაზე იმ დროს, როდესაც...

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა

„ბასტი ბუბუ“ დახურვის პირასაა - პანდემიის გამო, სტუდიას 120 000 ლარის დავალიანება დაუგროვდა
access_time2020-10-20 17:25:36
„უკვე მერვე თვეა „ბასტი ბუბუს“ არც ერთი თანამშრომელი ხელფასს არ იღებს - „ბასტი ბუბუ“ დგას დახურვის პირას, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საბავშვო სტუდია „ბასტი ბუბუს“ დირექტორმა პაატა ამონაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, პანდემიის გამო, სტუდიას დაგროვილი აქვს 120 000 ლარის დავალიანება, რომლის გადახდაც გაჩერებული მუშაობის პირობებში ვერ ხერხდება. ამას კი, ღონისძიებების გაურკვეველი დროით აკრძალვაც...


მსგავსი სიახლეები

up