ირანის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის განცხადებით, უახლოეს მომავალში ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც სოციალური დისტანცირების წესებს დაარღვევს, 35 აშშ დოლარით დაჯარიმდება. მოქალაქეს კი, რომელიც საცხოვრებელ ქალაქს ავტომობილით დატოვებს, ავტომობილს ერთი თვით ჩამოართმევენ.
ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო დღეების განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ წინა კვირასთან შედარებით მოიმატა.
ირანში ამ დრომდე „კოვიდ-19“-ით დაინფიცირება 29,406 ადამიანს დაუდასტურდა.
1tv.ge