ირანის პირველი სამხედრო თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე გავიდა. ამის შესახებ Reuters-ი „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორსპუსზე“ დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, თანამგზავრი სახელწოდებით „ნური“ 425 კილომეტრის სიმაღლეზე ორ-საფეხურიანმა რაკეტამ „კასედმა“ გაიყვანა, რომლის შესახებ აქამდე არაფერი იყო ცნობილი. ასევე უცნობია, როდის განხორციელდა გაშვება.
დამოუკიდებელი წყაროები თანამგზავრის გაშვებას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.
imedinews.ge