ირანში საავადმყოფოდან გაწერეს კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტები, რომლებიც 100 და 106 წლის იყვნენ. ინფორმაციას სააგენტო IRNA ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორივე შემთხვევა ქალაქ კუმში დაფიქსირდა. 106 წლის კაცი კლინიკიდან შაბათს, მკურნალობის 14-დღიანი კურსის შემდეგ გაწერეს. 100 წლის ალი აფშარი კი სახლში კვირას დაბრუნდა.