ირანის სამხრეთ-დასავლეთში ნავთობის მსხვილი საბადო აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Fars-ი ავრცელებს.ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის თქმით, საბადოს ნედლი ნავთობის მარაგი 53 მილიარდ ბარელს შეადგენს.
ქალაქ იეზდში სიტყვით გამოსვლისას როუჰანიმ განაცხადა, რომ საბადო ხუზისტანის პროვინციაში მდებარეობს და მისი ფართობი 2,4 ათასი კვადრატული კილომეტრია.
imedinews.ge