აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაფართოების ფონზე თეირანმა ურანის გამდიდრების სიმძლავრეები გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია ავრცელებს.
„ამოქმედდება თუ არა დავების გადაჭრის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც სანქციები შეიძლება გაფართოვდეს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები 190 000 ერთეულის მაჩვენებლის მისაღწევად“, - წერს უწყება Twitter-ზე.
რამდენიმე დღის წინ თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო გაეროს ანტიირანული სანქციების გაფართოების შესახებ აცნობებს, რის შემდეგაც 30 დღეში ირანის წინააღმდეგ 2231-ე რეზოლუციით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება.
imedinews.ge