ირანმა ერაყში ამერიკელ სამხედროებზე იერიში მიიტანა

ირანმა ერაყში ამერიკელ სამხედროებზე იერიში მიიტანა

access_time2020-01-08 09:10:06

8 იანვარს ირანმა ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ერაყში მდებარე რამდენიმე სამიზნისკენ, რომელთა შორის სულ ცოტა ორი სამხედრო ბაზაა, რომლებზეც ამერიკელი სამხედროები და კოალიციის ძალები იმყოფებიან, იუწყება პენტაგონი.


აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ჯონათან ჰოფმანმა განაცხადა: „ნათელია, რომ ეს რაკეტები ირანიდან არის გაშვებული“.


ჰოფმანისვე განცხადებით, იერიშის ქვეშ მოყვნენ სამხედრო ბაზები: აინ ალ-ასადი და ირბილი, მიმდინარეობს „იერიშით მიყენებული ზიანის პირველადი შეფასება“.


„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ (IRGC) გამოაცხადა თავი იერიშებზე პასუხისმგებლად. ეს ინფორმაცია ირანის სახელმწიფო ტელევიზიითა და საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა.


IRGC აცხადებს, რომ იერიში აინ ალ-ასადის ბაზაზე, რომელზეც ამერიკელი სამხედროები არიან, „ყველა ანგარიშით, სრულად წარმატებული იყო“.


„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განაცხადა, რომ მრავალრიცხოვანი იერიში განხორციელდა ირანის სამხედრო მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო შურის საძიებლად. ყასემ სოლეიმანი გასულ კვირაში აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა.



ირანელ სამხედროთა მიმართვაში არის„მეტი გამანადგურებელი პასუხის“ მუქარა, თუკი აშშ საპასუხო იერიშებს განახორციელებს.


იმავე მიმართვაში აღნიშნულია, რომ ოპერაციის კოდური სახელწოდებაა „წამებული სოლეიმანი“ და ირანელი სამხედროები ურჩევენ აშშ-ს გაიყვანოს ჯარები რეგიონიდან, რომ აიცილოს მეტი მსხვერპლი.


არ არის დაზუსტებული კიდევ რომელ ობიექტებზე განხორციელდა იერიში.


„ჩვენ ინფორმირებული ვართ ერაყში აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმების შესახებ“, - განუცხადეს თეთრ სახლში ჟურნალისტებს, „პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] ინფორმირებულია, გულდასმით აკვირდება ვითარებას და კონსულტაციას გადის ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან“.


მრავალჯერადი თავდასხმა ერაყში განთავსებულ სამიზნეებზე განხორციელდა საათებში, ყასემ სოლეიმანის მშობლიურ ქალაქში დაკრძალვიდან.


ირანის სამხედრო ლიდერები და ერაყის პრო-ირანული ჯგუფები ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო შურისძიებით იმუქრებოდნენ.


ერთი დღით ადრე ვაშინგტონში, აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მარკ ესპერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ვარაუდით, ირანი განახორციელებდა სოლეიმანის მოკვლის გამო საპასუხო ნაბიჯებს „რაიმე გზით ან ფორმით“.


„მზად ვართ ნებისმიერი მოსალოდნელი განვითრებისთვის. შემდეგ ვუპასუხებთ იმის შესაბამისად, რასაც ჩაიდენენ“, - განაცხადა მარკ ესპერმა ერაყში იერიშებამდე ერთი დღით ადრე.


რადიო თავისუფლება

თეგები:
ირანი აშშ



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up