ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოების ლიმიტს გადააჭარბა

ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოების ლიმიტს გადააჭარბა

access_time2019-07-08 22:00:21

8 ივლისს ირანმა ბირთვული შეთანხმების ფარგლებში მიღწეული შეთანხმება დაარღვია და ურანის გამდიდრების მაჩვენებელი 3,67%-დან 4,5%-მდე გაზარდა. ინფორმაციას Deutsche Welle ირანის საინფორმაციო სააგენტო Isna-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

„ურანის გამდიდრების ეს მაჩვენებელი საკმარისია იმისთვის, რომ ელექტროენერგიაზე ქვეყანაში არსებული მოთხოვნა დაკმაყოფილდეს“, - აცხადებს ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენელი ბეხრუზა კამალვანდი. მისივე თქმით, ირანი გეგმავს ურანის გამდიდრების მაჩვენებელი 20%-მდე გაზარდოს. შეთანხმების ფარგლებში ირანს ურანის გამდიდრება 3,67%-მდე შეუძლია.

 

„ირანის მიერ ურანის გამდიდრების მაჩვენებელმა 3,67%-ს გადააჭარბა, რაც საერთაშორისო ნორმებით დაშვებული მაქსიმალური ზღვარია“ - Reuters-ის ცნობით,  ეს განცხადება 2019 წლის 7 ივლისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აბას არაგჩიმ გააკეთა.

 

„ირანი აპირებს გააგრძელოს ურანის გამდიდრება იმ დონეზე, რამდენსაც საჭიროებს“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა 4 ივნისს. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

 


ჰასან როუჰანის თქმით, პროცესი 7 ივლისიდან დაიწყება.

 

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოების ლიმიტი დაარღვია.

 

24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.

 

ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აშშ-მა 2018 წლის 5 ნოემბერს აამოქმედა. სანქციათა სია მას შემდეგ არაერთხელ გაფართოვდა. შეზღუდვები შეეხო ენერგეტიკის, გადაზიდვის, გემთმშენებლობისა და სხვა არაერთ სექტორს. მაშინ პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანს ახალი მოლაპარაკებების დასრულებისკენ აიძულებდა.

 

ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.


imedinews.ge




ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
access_time2019-11-20 11:45:27
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან გაფართოვებულ შეხვედრას აანონსებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრა „ცენტრ პოინტს“ და მსგავს „ქეისებს“ შეეხება. კალაძე დაუსრულებელი პროექტების დასრულებაში სექტორს მხარდაჭერას სთხოვს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები, 6000-მდე ოჯახი, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. შევქმენით საინიციატივო...

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა
access_time2019-11-20 09:44:00
როგორც ცოტა ხნის წინ  „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up