ირანმა აშშ-ს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა

ირანმა აშშ-ს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა

access_time2019-09-18 21:00:29

ირანი ამტკიცებს, რომ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში არ მონაწილეობდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით თეირანმა ვაშინგტონს ირანში შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით ოფიციალური ნოტა გაუგზავნა, რომელშიც 14 სექტემბერს მომხდარ აფეთქებებთან კავშირს უარყოფს.

 

ირანმა აშშ გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის მიერ თეირანის წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს დაუყოვნებლივი რეაგირება მოჰყვება.

 


14 სექტემბერს საუდის არაბეთში ორ ნავთობტერმინალზე დრონების თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, თუმცა ვაშინგტონმა თავდასხმაში ირანის ხელისუფლება დაადანაშაულა. თეირანმა ბრალდება უარყო და ომისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

 

აფეთქებების გამო საუდის არაბეთში ნავთობის მოპოვება 50% შემცირდა, მსოფლიოში ნავთობის ფასი კი მკვეთრად გაიზარდა. დონალდ ტრამპმა აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული მარაგების გახსნის ნებართვა გასცა.

 

imedinews.ge



თეგები:
ირანი აშშ



ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა

მთავრობამ ჰოლანდიურ კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვის ნებართვა მისცა
access_time2019-10-21 15:10:43
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა,რომელიც   ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო საინჟინრო კომპანიის - Van Oord Dredging & Marine Contractors BV-ს (Van Oord) 100%-იანი შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. საუბარია,Anaklia Holding JSC - ის აქციების 4.16%-იან წილის შეძენაზე. Anaklia Holding წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც ფლობს შპს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს. „Van Oord ანაკლიის პროექტში ადრეული ეტაპიდან...

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
access_time2019-10-21 13:40:14
„ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებულები ვართ ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც...


მსგავსი სიახლეები

up