ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

access_time2020-02-28 16:33:46

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება.


„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემა და გაცემული ნებართვის მოქმედება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და იტალიასთან.


ასევე, 27 თებერვლიდან, ორი კვირის განმავლობში საკვალიფიკაციო ცენტრში მიმდინარე და დაგეგმილი სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია“, – აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.



თეგები:
გადაზიდვა



EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...

თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება

თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება
access_time2020-04-06 15:38:38
დედაქალაქის მერია 29 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს ყიდულობს.აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს. სატენდერო პირობების თანახმად, იცვლება თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნება. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს. ამავე დოკუმენტის თანახმად,...

ელექტრონული კომერციის სექტორი ეკონომიკის სამინისტროსთან აუდიენციას ითხოვს

ელექტრონული კომერციის სექტორი ეკონომიკის სამინისტროსთან აუდიენციას ითხოვს
access_time2020-04-06 15:30:33
კომპანია “ონვეის” დამფუძნებელი და დირექტორი თამარ გოგოლაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ონვეი ოპერირებს საფოსტო/საკურიერო მომსახურების სფეროში და ემსახურება არაერთ წარმატებულ ქართულ ინტერნეტ მაღაზიას. ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეიქმნა ჯგუფი - “Voice of Ecommerce” , რათა გავერთიანდეთ E-commerce სფეროს ჯაჭვის ყველა რგოლი ერთი მიზნისთვის -...

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ფუფუნება, რომელიც დროებით უნდა შეჩერდეს- მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ინიციატივა სახელმწიფოს

დაგროვებითი საპენსიო რეფორმა არის ფუფუნება, რომელიც დროებით უნდა შეჩერდეს- მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის ინიციატივა სახელმწიფოს
access_time2020-04-06 16:00:44
მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია საპენსიო სააგენტოში თანხების ჩარიცხვის დროებით შეჩერებას ითხოვს.ორგანიზაციის პრეზიდენტი მიხეილ ჭელიძე „კომერსანთან“ განმარტავს, რომ საუბარია მილიონობით ლარზე, რომლის მოძრაობაც ახლა კერძო სექტორშია საჭირო.  მიხეილ ჭელიძის თქმით, სახელმწიფომ ფული იმ  სექტორისკენ უნდა მიმართოს, რომელსაც  ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო ყველაზე დიდი დარტყმა მიადგა.     „საპენსიო...

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებზე სადაზღვევოებთან მოლაპარაკება დაიწყება

კორონავირუსის მკურნალობის ხარჯებზე სადაზღვევოებთან მოლაპარაკება დაიწყება
access_time2020-04-06 14:45:52
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, სადაზღვევო კომპანიები ონლაინმომსახურების გაძლიერებაში...


მსგავსი სიახლეები

up