ირანის უზენაესმა ლიდერმა აშშ-სთან მოლაპარაკებები გამორიცხა

ირანის უზენაესმა ლიდერმა აშშ-სთან მოლაპარაკებები გამორიცხა

access_time2019-09-17 20:15:06

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-სთან რაიმე დონეზე მოლაპარაკებების წარმოება გამორიცხა.


თუ ამერიკა უკან წაიღებს თავის სიტყვებს, მოინანიებს და დაუბრუნდება ბირთვულ შეთანხმებას, რომელიც დაარღვია, მათ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ ირანთან შეთანხმების შეხვედრებსა და ხელმოწერაში. სხვაგვარად, არც ერთ დონეზე არავითარი მოლაპარაკებები არ შედგება აშშ-ის და ირანის ისლამური რესპუბლიკის ოფიციალურ პირებს შორის, არც ნიუ იორკში და არც სხვაგან. თქვა მან.


მისი კომენტარი ვარაუდებს მოჰყვა მომავალ კვირას ნიუ იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის შორის შესაძლო შეხვედრის თაობაზე.


შეხვედრაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც თეთრი სახლი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა დატოვა, რომელიც გამოირჩეოდა ირანის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მხარდაჭერით.


შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანს შეთანხმება სურს და შესაძლოა ეს გამოვიდეს.


თუმცა, საკუთარ ტვიტერზე მან დაწერა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზად არის ირანთან მოლაპარაკებები წინასწარი პირობების გარეშე აწარმოოს მცდარია.


შეგახსენებთ, რომ აშშ-მა გასულ კვირას საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა.


თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა აიღეს, თუმცა აშშ-მა წარმოადგინა სატელიტური სურათები, რომლებიც, მათი თქმით აჩვენებს, რომ თავდასხმა არა ჰუსიტების მიერ იემენში კონტროლირებადი ტერიტორიიდან, არამედ ირანის ან ერაყის ტერიტორიიდან მოხდა.


ირანი ბრალდებებს უარყოფს.


ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც რეგიონში დრონებით განხორციელებულ თავდასხმაში აშშ ირანს ადანაშაულებს.


12 მაისს სპარსეთის ყურეში 4 ტანკერზე აფეთქება მოხდა, რაშიც აშშ-მა ირანი დაადანაშაულა. კიდევ 2 ტანკერზე აფეთქება 13 ივნისს მოხდა. ამ შემთხვევაშიც, აშშ-ს მიაჩნია, რომ ნაღმები ტანკერებზე ირანმა განათავსა, რასაც ირანი კატეგორიულად უარყოფს.


2015 წლის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას ხელი ირანმა და გაეროს უშიშროების საბჭოს 5-მა მუდმივმა წევრმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, ჩინეთმა და რუსეთმა და მათთან ერთად გერმანიამ მოაწერეს. შეთანხმების დატოვების გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა ერთი წლის წინ მიიღო. მას შემდეგ აშშ-მა ირანისათვის დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, რასაც ირანული ვალუტის რეკორდული გაუფასურება და მასობრივი პროტესტი მოჰყვა.


ტაბულა


თეგები:
ირანი



გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...


მსგავსი სიახლეები

up