ირანის პარლამენტის წევრი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ The Independent-ი ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დეპუტატი, რომელსაც ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, შაბათს, დილით დაიღუპა. ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსით 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურებულია დაავადების 593 შემთხვევა.
თუმცა BBC ირანის ჯანდაცვის სამინისტროზე არსებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 210 ადამიანი გარდაიცვალა. 25 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შესაძლოა ირანმა კორონავირუსთან დაკავშირებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამალა.
26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
imedinews
ირანის პარლამენტის წევრი კორონავირუსით გარდაიცვალა