„ირანიდან შემოსულ პროდუქციას ის პრიორიტეტი აქვს, რომ უფრო დაბალფასიანია“

„ირანიდან შემოსულ პროდუქციას ის პრიორიტეტი აქვს, რომ უფრო დაბალფასიანია“

access_time2020-01-10 10:45:12

ირანი საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად არ ითვლება, თუმცა, ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტი ბოლო წლების განმავლობაში იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ-ირანული ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობა ხანგრძლივ ისტორიას ითვლის, ვაჭრობა ამ ორ ქვეყანას შორის მხოლოდ ბოლო წლებში გაძლიერდა და პირველად 2012 წელს  100 მილიონიან ნიშნულს გადააბიჯა.


სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აშშ-ირანის მსგავსი კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში, ირანის როგორც საექსპორტო ქვეყნის ჩანაცვლება საქართველოსთვის ბევრად მარტივია. რაც შეეხება იმპორტს, მისი ჩანაცვლების პრობლემას იმ კუთხით ხედავენ, რომ პროდუქცია რომელიც ამ ქვეყნიდან შემოდის იაფფასიანია და გარკვეულ ბიზნესს სეგმენტზეა გათვლილი, რომლებსაც მოუწევთ ალტერნატიული გზენის პოვნა და შესაბამისად ფასი გაუძვირდებათ.


„დღესდღეობით ჩვენ ისევ აქტიურად ვთანამშრომლობთ ირანთან, ისიც მზად არის განახორციელოს იმპორტი საქართველოში და ჩვენი კომპანიისგანაც ცხვრის მიწოდებას აქტიურად ითხოვენ. იმედი მაქვს მთავრობას გონიერება ეყოფა, რომ ირანთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს, რადგან ეკონომიკურად მათზე ძალიან დამოკიდებულები ვართ. ძალიან ბევრი საქონელი შემოგვაქვს ირანიდან, მაგალითად, ჩვენთან არსებული გზების 90% ირანიდან შემოტანილი ბიტუმით იგება. ირანიდან შემოსულ პროდუქციას ის პრიორიტეტი აქვს, რომ უფრო დაბალფასიანია და უფრო ადრე ხდება მოწოდება, რადგან ახლო მდებარეობა აქვს. გარდა ამისა, ირანიდან საქართველოში დიდი რაოდენობით სატრანზიტო პროდუქცია შემოდის და ამით ქვეყანას დიდი შემოსავალი აქვს“, - აცხადებს ბიზნესმენი ნაზი ალასანია.



სტატისტიკის ეროვნული სამსახურისგან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, ირანიდან საქართვლოში 172 296 000 აშშ დოლარის საქონლის იმპორტი განხორციელდა.  საქართველო ირანისგან ყველაზე მეტს ნავთობის კოქსს, ნავთობის ბიტუმს და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენებს იღებს.  გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ საგზაო ბიტუმის ძირითადი მიმწოდებელი საქართველოსთვის ირანია და მისი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.


იმპორტი ირანიდან 2019 წლის იანვარ-ნოემბერში

იმპორტი ირანიდან 2018 წელს

იმპორტი ირანიდან             2017 წელს

საქონლის დასახელება

ათასი აშშ დოლარი

ტონა

ათასი აშშ დოლარი

ტონა

ათასი აშშ დოლარი

ტონა

სულ

  172,296.0


 177,741.7


 105,193.7


  მათ შორის:







ნავთობის კოქსი, ნავთობის ბიტუმი და ნავთობის გადამუშავების სხვა ნარჩენები

   47,075.5

  139,517.3

   36,655.9

  104,105.0

  31,676.7

   97,035.4

მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოჭიქურებული

   18,499.4

  101,913.3

   21,258.0

  105,038.7

  16,455.5

   78,698.2

პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით

   10,913.7

   10,212.3

   10,964.9

      9,543.2

  11,070.2

   10,006.3

დანარჩენი საქონელი

   57,090.2


 108,863.0


45,991.40



2019 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოდან ირანში 67 125 000 აშშ დოლარის საქონლის იმპორტი განხორციელდა, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ფეროშენადნობებს (13 414 000 აშშ დოლარი), ხორცს (12 042 800 აშშ დოლარი) და ხე-ტყის მასალას (10 794 900 აშშ დოლარი).

 


ექსპორტი ირანში

2019 წლის იანვარ-ნოემბერში

ექსპორტი ირანში 2018 წელს

ექსპორტი ირანში 2017 წელს

საქონლის დასახელება

ათასი აშშ დოლარი

ტონა

ათასი აშშ დოლარი

ტონა

ათასი აშშ დოლარი

ტონა

სულ

   67,125.5

 


 74,155.1

 


  76,350.7

 


მათ შორის:







ფეროშენადნობები

13,414.5

12,680.0

4,788.9

4,378.5

8,043.8

8,762.0

ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული

12,042.8

2,363.3

33,954.2

6,180.0

22,282.1

4,217.3

ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით  6 მმ-ზე მეტი

10,794.9

32,957.8

12,766.3

34,283.3

14,689.2

40,936.6

მონოძაფები სინთეზური

6,720.6

2,141.5

6,167.0

2,070.5

4,177.9

1,656.9

რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი

3,833.7

981.1

1,590.4

377.3

1,075.8

257.9

დანარჩენი საქონელი

13,984.6


14,888.30


26,081.90



ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up