ირანი სანქციების მოხსნას მომავალ კვირაში ელოდება

ირანი სანქციების მოხსნას მომავალ კვირაში ელოდება

access_time2016-01-14 14:33:25

ირანს სანქციები შესაძლოა უკვე მომავალ ორშაბათს მოუხსნან. შესაბამისად, ბაზარზე ნახშირწყლების დამატებითი მოცულებები გამოჩნდება – ამის შესახებ Bloomberg–ი იუწყება.

 

სააგენტო ეყრდნობა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებულ წყაროს, რომელიც აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შემაჯამებელი მოხსენება ირანის მიერ ვალდებულებების შესრულების შესახებ 15 იანვარს გამოქვეყნდება.

 

კვირას, როგორც მოსალოდნელია, შუამავლების „ექვსიანის“ და ირანის წარმომადგენლები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ, რომელშიც დაადასტურებენ ივლისში დადებული გარიგების შესრულებას სანქციების გაუქმების შესახებ. 

 

სანქციების მოხსნის შემდეგ ირანი დაიწყებს ნავთობის მოპოვების მკვეთრ ზრდას, რის შესახებაც ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს. სულ რამდენიმე კვირაში ირანი შეძლებს მოპოვების გაზრდას დაახლოებით 500 ათასი ბარელით დღეღამეში.

 

ირანის ბაზრის გახსნას ელოდებიან ინვესტორებიც, რომლებსაც ბევრი ფული აქვთ და მის ირანში ჩადებას გეგმავენ.


ჯერ კიდევ ზაფხულში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი უკვე ზრდის ნავთობის მოპოვებას და ახდენს მის აკუმულირებას ე.წ. მცურავ საცავებში – ტანკერებში. არსებული მონაცემებით, მათში უკვე აგვისტოში 50 მილიონი ბარელი ნავთობი ინახებოდა.


ექსპერტები ვერ საუბრობენ იმაზე, მოახდენს თუ არა ირანის ბაზარზე დაბრუნება სერიოზულ გაველნას კოტირებებზე თუ ეს შესაძლებლობა უკვე ჩადებულია ფასებში. მეორეს მხრივ, ირანელები  სავარაუდოდ, მომხმარებელს მასშტაბურ ფასდაკლებებს შესთავაზებენ ისევე, როგორც ამას ერაყი აკეთებდა ბაზრიდან ხანგრძლივი გასვლის შემდეგ.


ამ ეტაპზე ნავთობის მსოფლიო ფასები იმ დონეზე ეცემა, როდესაც ზოგიერთი ნავთობკომპანია ქარხნებსაც კი ხურავს. ექსპერტები ასევე პროგნოზირებენ ნავთობსაბადოების დახურვის ტენდენციას. ზოგიერთ ქვეყანაში ნავთობის წარმოება სერიოზულ საოპერაციო ზარალთანაა დაკავშირებული – მოპოვების გასაგრძელებლად აუცილებელია მუდმივი დაფინანსების მოძიება და ვალების დაგროვება. 

 

ამ მომენტისთვის ნავთობის მსოფლიო ფასები ბარელზე 30 დოლარს ჩამოსცდა.

 



როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...


მსგავსი სიახლეები

up