ირანი ქვეყნის სამხედრო ძალების მიერ ჩამოგდებული სამგზავრო ლაინერის შავ ყუთებს უკრაინაში გაგზავნის. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თუ უკრაინელი სპეციალისტები ყუთებში არსებულ ინფორმაციას ვერ გაშიფრავენ, ყუთები საფრანგეთს გადაეცემა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ირანის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპული კანადის მოქალაქეების ოჯახები ქვეყნის მთავრობისგან კომპენსაციის სახით 25 ათას დოლარს მიიღებენ.
თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა, მათ შორის კანადის მოქალაქეებიც არიან. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო,
მანამდე, 8 იანვარს ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური.
Imedinews