ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰუსეინ ამირაბდულაჰიანის განცხადებით, ირანი 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში განაახლებს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკა მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება. ამჟამად ვენის მოლაპარაკებების ფაილებს განვიხილავთ და ძალიან მალე ირანის მოლაპარაკებები 4+1 ფორმატში განახლდება , - აღნიშნა ჰუსეინ ამირაბდულაჰიანმა, თუცა მოლაპარაკებების განახლების თარიღი არ დაუკონკრეტებია.
საუბარია ვენის მოლაპარაკებებზე, რომელიც აპრილში დაიწყო ირანსა და 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხუთ სხვა ხელმომწერს - გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს შორის. ევროპელი დიპლომატები შუამავლის როლს ასრულებენ აშშ-სა და ირანს შორის, რადგან ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა აშშ-სთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები, რომლის მიზანია, ვაშინგტონი შეთანხებას დაუბრუნდეს და თეირანმა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს, ივნისში მას შემდეგ შეწყდა, რაც ირანის პრეზიდენტად ებრაჰიმ რაისი აირჩიეს.
წყარო: ინტერპრესნიუსი