ყასემ სულეიმანის გადმოსვენებას ირანის ქალაქ აჰვაზში ათასობით ადამიანი დაესწრო. შავებში ჩაცმულ დემონსტრანტებს სულეიმანის სურათები და ირანის დროშები ეკავათ. „სიკვდილი ამერიკას“- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.
როგორც ცნობილია, 6 იანვარს სულეიმანის ცხედარს ჯერ თეირანის უნივერსიტეტში, შემდეგ შიიტების წმინდა ქალაქ ყუმში, გადაასვენებენ. ბოლოს კი მას მშობლიურ ქალაქ ქერმანში დაკრძალავენ.
შეგახსენებთ, 3 იანვარს აშშ-მა ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სხვა სამხედრო პირებთან ერთად ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი დაიღუპა. ის ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის მოადგილე და „ქუდისი ძალების“ ხელმძღვანელი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ, ირანის ხელისუფლება საპასუხო ნაბიჯებით იმუქრება.
IPN