აშშ-სთან პოლიტიკური კონფლიქტის ესკალაციის გარდა, ირანში ეკონომიკური მდგომარეობაც ყოველდღიურად უარესდება.ამის ერთ-ერთ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს ქვეყნის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ 2019 წელს ირანულ ნავთობზე დაწესებული სანქციების გამო, 2019 წელს სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში 70%-ით შემცირდა.
ამის შედეგები ცალსახაა - ოფიციალურ თეირანს შეუმცირდა ფინანსური შესაძლებლობები თავისი აქტიური საგარეო და რეგიონალური პოლიტიკის მხარდასაჭერად.
ირანელი პოლიტოლოგის ნური მუტალიბინის თქმით, კასემ სულეიმანის მკვლელობამ მართლაც შეძრა ირანელი ხალხი. ხელისუფლება ამ ფაქტორს შიდა პოლიტიკაში იყენებს, მაგრამ ამ დროს ქვეყნის ეკონომიკა ურყევად მიდის ფსკერისკენ.
„მთელი მცირე ბიზნესი, საცხობები, პატარა მაღაზიები, ტაქსისტები, ბაზრების მოვაჭრეები - ყველა უმუშევრადაა დარჩენილი, ამიტომაც, ხელისუფლება დიდხანს ვერ გასტანს მხოლოდ იდეოლოგიით. დღეს ირანში ადამიანები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ვერც ტრამპი და ვერც თეირანის ხელისუფლება ვერ არჩენს მათ ოჯახებს.
ირანის მონაწილეობა სამხედრო და პოლიტიკურ ოპერაციებში ახლო აღმოსავლეთში ითხოვს დიდ ფულს, ისევე, როგორც სხვადასხვა ქვეყნებში ირანის მოკავშირეების მხარდაჭერა. სირიის აღდგენასთან დაკავშირებული თეირანის გრანდიოზულ გეგმებს არ უწერია ახდენა - ამის ფული ირანის მთავრობას არა აქვს“ - მიიჩნევს პოლიტოლოგი.
მისი თქმით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება სულ უფრო მეტად აღიზიანებს ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც ღიად გამოთქვამს ეჭვებს ირანის მიერ სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ძალების მხარდაჭერასთან დაკავშირებით - მაგალითად, სირიის ხელისუფლების, იემენელი მეამბოხე-ხუსიტების, ლიბანური „ხეზბოლას“, და ა,შ.
„ირანის საინფორმაციო საშუალებების მუშაობის ანალიზი ცხადყოფს, რომ საგარეო პოლიტიკა სულ უფრო ნაკლებად აინტერესებს მოსახლეობას“ - აღნიშნავს მუტალიდანი.
Haqqin.az