„ირანელ ინვესტორებს არცერთ ბიზნესს არ მივცემ“ - გოგი თოფაძე რუსთავში მინის ქარხნის და თბილისში სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს

„ირანელ ინვესტორებს არცერთ ბიზნესს არ მივცემ“ - გოგი თოფაძე რუსთავში მინის ქარხნის და თბილისში სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს

access_time2020-01-31 16:00:00

ბიზნესმენი გოგი თოფაძე თბილისში, „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას, ხოლო რუსთავის საწარმოში მინის ქარხნის განთავსებას გეგმავს და ამისთვის ინვესტორს ეძებს.


როგორც ბიზნესმენმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, მინის ქარხნისთვის და სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს აქტიურად ეძებს, თუმცა ამ პროექტებით ძირითადად ირანელები ინტერესდებიან.


„ჩემი ახალი ბიზნეს წამოწყებით, რომელიც რუსთავის საწარმოში მინის ქარხნის განთავსებას და თბილისში სასტუმროს მშენებლობას გულისხმობს, ძირითადად დაინტერესებული  უცხოელები არიან, უფრო მეტად ირანელები, მაგრამ ირანელ ინვესტორს არცერთ ბიზნესს არ მივცემ. ყველა ირანელს საქართველოში უნდა საქმის დაწყება, განსაკუთრებით აინტერესებთ ქარხნები. ჩვენთვის უფრო პრიორიტეტია ქართველი ინვესტორები, მაგრამ ისინი ჯერ არ დაინტერესებულან“, - აცხადებს გოგი თოფაძე.


მისივე თქმით, რუსთავის ქარხნის ტერიტორიაზე მინის საწარმოს გასაკეთებლად ყველა წინაპირობაა შექმნილი და უახლოეს პერიოდში დეტალებიც გადაწყდება.



გვსურს რუსთავის საწარმოში ტექნოლოგიის შეცვლა და გვინდა გამოვუშვათ საკონსერვო ქილები ან შუშის ბოთლები. ტერიტორია გამზადებულია, ყველა პირობაა საწარმოს მოსაწყობად შექმნილი. საქართველოში მხოლოდ ერთი მინის ქარხანაა, რომელსაც თურქები ამუშავებენ, ამიტომ ვფიქრობთ, ასეთი ქარხნის გაკეთება აუცილებელია. თუმცა უფრო მეტ დეტალზე საუბარი ამ ეტაპზე არ შემიძლია, რამდენიმე თვეში გადაწყდება კონკრეტულად რა და როგორ გაკეთდება“, - განმარტა გოგი თოფაძემ.


ბიზნესმენის თქმით, ქალაქის ცენტრალურ ადგილას, სადაც „ყაზბეგის“ ქარხანა არის განთავსებული სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.


მარცხენა სანაპიროზე არსებული ნახევარ ჰექტარ ფართობზე ვფიქრობთ 12 სართულიანი სასტუმროს მშენებლობას, ეს ადგილი ამისთვის შესაფერისია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ტერიტორიაზე 60 მანქანის საპარკინგე სივრცის მოწყობაც იგეგმება. ეს ტერიტორია ქალაქის ცენტრშია და საკმაოდ მოთხოვნადი ადგილია, ამიტომ გვაქვს საუბარი ინვესტორებთანაც, თუმცა ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდით. ზაფხულამდე გადაწყდება რა ტიპის სასტუმროს ავაშენებთ „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე არ გამოვრიცხავთ ბიზნეს პარტნიორებთანაც ვისაუბროთ, თუმცა არ ვჩქარობთ, ყველაფერი კარგად უნდა გავიაზროთ და ეს ორი ახალი ბიზნესი ამის შემდეგ დავიწყოთ. ბევრი ნაკვეთები გვაქვს როგორც თბილისში ასევე რაიონებში, ამიტომ ველოდებით პოლიტიკური სიტუაცია დალაგებას და შემდეგ უფრო მარტივად გადავწყვეტთ სად და რა გავაკეთოთ“, - აცახადებს გოგი თოფაძე.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up