ირაკლი ზარქუა - პენსიების მომსახურებაზე სატენდერო კომისია შეიქმნება, ვნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული, მთავარია, მისაღები საპროცენტო განაკვეთი იყოს

ირაკლი ზარქუა - პენსიების მომსახურებაზე სატენდერო კომისია შეიქმნება, ვნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული, მთავარია, მისაღები საპროცენტო განაკვეთი იყოს

access_time2021-08-16 16:00:00

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, საპენსიო მომსახურებასთან დაკავშირებით სატენდერო კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობას შეუდგა.


როგორც ზარქუა აღნიშნავს, მთავარია იყოს მოქნილი პირობები და პენსიონერებისთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთი.


„იცით, პრემიერის გადაწყვეტილებით შეიქმნა სატენდერო კომისია პენსიების მომსახურებაზე. პარლამენტიდან, ჩვენი მხრიდან იყო დაინტერესება, მათ შორის, ოპოზიციის მხრიდან. ჩვენ შევთანხმდით „ლიბერთი“ ბანკთან, რომ ხელშეკრულება, რომელიც 2022 წლის დეკემბრამდე იყო, დროზე ადრე შეწყდებოდა, რადგან გამოცხადებულიყო უფრო ახალი პირობებით, ახალი მოქნილი ტარიფებით, დაბალი პროცენტი და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციიდან ესწრებოდნენ ელისაშვილი და მანჯგალაძე, თუმცა, ოპოზიციიდან ყველა იყო მოწვეული და შესაბამისად, საქმის კურსში. კომისია შეუდგა მუშაობას და უახლოეს პერიოდში ისევ შევიკრიბებით, სადაც სატენდერო პირობები და ტექნიკური დავალება იქნება მიღებული, თუ რა პირობებით შეირჩევა უკვე მიმდინარე წელს ახალი გამარჯვებული.



ვნახოთ, ვინ იქნება, მთავარია იყოს შესაბამისად მოქნილი პირობები და პენსიონერებისთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთი, შედარებით დაბალი. აქ არის, რომ საბაზრო პროცენტებთან მიმართებით იყოს ახლოს და არა ძალიან აცდენილი. ასევე იყოს მოქნილი გარკვეული პირობები, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული პენსიონერების მდგომარეობა, შესაძლებლობები და ასე შემდეგ. ვნახოთ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, სამუშაო ჯგუფია. მთავარია, რომ შედგა მუშაობა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up