ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი ხელისუფლების პერიოდში რუსეთთან გაფორმებულ შეთანხმებებს ახსენებს

ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობას“ მათი ხელისუფლების პერიოდში რუსეთთან გაფორმებულ შეთანხმებებს ახსენებს

access_time2016-01-14 16:41:54

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი ირაკლი ზარქუა “გაზპრომთან“ მოლაპარაკებების მოწინააღმდეგეებს წინა ხელისუფლების დროს რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებებს შეახსენებს. მისი თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლება რუსულ მონოპოლისტთან მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტზე საუბობს,რადგან აზერბაიჯანს, მართალია აქვს საჭირო რაოდენობის გაზი საქართველოსთვის დამატებითი მოცულობების მიწოდებისთვის, თუმცა არ არსებობს მიწოდების ტექნიკური საშუალებები. სწორედ ამ დეფიციტის შევსებას სჭირდება რუსული გაზი. თანაც, როგორც ზარქუა განმარტავს, საუბარია კომერციულ გაზზე და ეს არანაირად არ ეხება სოციალურ გაზს, რომელსაც საქართველო აზერბაიჯანიდან უწყვეტად იღებს.


ზარქუას თქმით, საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება გაზის მოხმარება, იქმნება ახალი ან ფართოვდება არსებული საწარმოები, რომლებიც ელექტროენერგიას მოიხმარენ. ელექტროენერგია კი იწარმოება როგორც ჰიდრო ისე თბოსადგურებში, რომლებიც ბუნებრივ აირზე მუშაობს, სწორედ ამის გამო, ზარქუას თქმით, 2012 წლიდან დღემდე, 38%–ით გაიზარდა გაზის მოხმარება და დღის წესრიგში დადგა  დამატებითი გაზის მარაგების მოძიება ამა თუ იმ ქვეყნიდან.


როგორც ზარქუა ამბობს, გაზის მოხმარება პიკურ პერიოდში 11 მილიონ კუბურ მეტრს ასცდა, რასაც ვიღებთ შემდეგი გზებით:

სოკარის მილით 6 მილიონს, შაჰდენიზიდან 2,9 მილიონს, დანარჩენს კი რუსეთიდან, სომხეთში ტრანზიტის საფასურად, ნატურით.

თუმცა რუსეთმა, საერთაშორისო სტანდარტებიდან გამომდინარე, მოითხოვა ტრანზიტის საფასურის არა ნატურით, არამედ ფულადი სახით გადახდა, რაც, ზარქუას თქმით, საქართველოსთვის დამაზარალებელია, რადგან ეს უფრო ნაკლები გამოდის, ვიდრე გაზის სახით გადახდის შემთხვევაში გამოდიოდა.

 

„ეს ხელშეკრულება ახალ ხელისუფლებას არ გამოუგონებია, ომამდე და ომის შემდეგაც გაზპრომი გვაწვდიდა ბუნებრივ აირს. მაშინ არცერთ ოპოზიციას თუ ენჯეოშნიკს პრეტენზია არ გამოუთქვამს. მაშინ არ იყო რუსეთი ოკუპანტი?“ – აცხადებს ზარქუა და სვამს შეკითხვას, თუ რა ალტერნატივა აქვს საქართველოს ამ შემთხვევაში.



„ერთი არის ის, რომ ისევ აზერბაიჯანს ვთხოვოთ, დამატებითი ბუნებრივი აირი გამოყოს ჩვენთვის, რაზეც განაცხადეს, რომ ამის პრობლემა არ არსებობს, თუმცა არის ტექნიკური პრობლემა. ის მილსადენები, რომლებიც დღეს საქართველოს აწვდის ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან, მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს და მეტს ვერ გაატარებს, ამიტომ არის ასეთი ვარიანტი: ან რუსეთს ვთხოვოთ მოგვაწოდოს პიკურ საათებში 2–2,5 მილიონი აირი ან უარი ვთქვათ ამაზე და ელექტროენერგია შევისყიდოთ ისევ რუსეთიდან ან თურქეთიდან, რაც ფულად გამოხატულებაში 70–80 მილიონი დოლარის ტოლფასია, ეს კი გამოიწვევს ტარიფის ზრდას ელექტროენერგიაზე 3–4 თეთრით. ეს არ არის ოპტიმალური არჩევანი. მე მჯერა კალაძის პოლიტიკის და იმის, რომ ის არის საქართველოსთვის მისაღები.“ – განაცხადა ზარქუამ, 


მან იმ ძალებზეც ისაუბრა, რომლებიც „გაზპრომთან“  მოლაპარაკებებს აპროტესტებს. ირაკლი ზარქუას  თქმით, ესაა ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხრამ ერთი და ხრამ ორი რუსულ კომპანია „რაო ეეს“–ს მიყიდა, ამავე ხელისუფლების დროს თელასში შევიდა რუსული კომპანია, ნავთობის ბაზარზე ლუკოილი გაძლიერდა, საფინანსო სექტორში კი შემოვიდა ვითიბი ბანკი. ირაკლი ზარქუას თქმით, იგივე პერიოდში 

გარდაბნის მე–9 ენერგობლოკი და გარდაბნის მე–10 ენერგობლოკი რუსულ კომპანიას გადაულოცეს, 


„სააკაშვილის დროს მოხდა ის, რომ რუსი ოლიგარქის გენერალოვის ბიზნესპარტნიორები ჩამოიყვანეს სააკაშვილმა და ბენდუქიძემ და გადაულოცეს მადნეული და კვარციტი. ეს ის ხალხია, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვას ცდილობდა, რომ არა დასავლეთიდან ზარი და მკაცრი ტონი, რომ არ შეხებოდნენ გაზსადენს. არაფერს ვამბობ ბილაინზე, რომელიც სააკაშვილის დროს შემოვიდა კავშირგაბმულობის სფეროში.“ – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.


მისი თქმით, რუსეთთან ერთწლიანი ხელშეკრულების დადებით არანაირი ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე არ იქმნება. ამასთან, 2018 წლის ბოლოს ამუშავდება შაჰდენიზის მეორე ფაზა, რომელიც დამატებით გაზს უზრუნველყოფს და შედეგად რუსეთიდან იმპორტი ნულის ტოლი გახდება. 


ირაკლი ზარქუამ ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების გეგმებზე, ააშენოს გაზასაცავი და ამით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა გაამყაროს.


„2008 წელს, როდესაც საქართველოს 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გამოუყვეს. მათ შორის იყო გაზსაცავის მშენებლობაზე გამოყოფილი რამდენიმე ასეული მილიონი. კაციშვილმა არ იცის სად წავიდა ეს თანხა და რას მოხმარდა. ფაქტია, რომ გაზსაცავი დღესაც არ გვაქვს და ახალი ხელისუფლება ახლა იწყებს მის მშენებლობას. მეტიც: 2012 წელს, სანამ სააკაშვილი ბოლო დღეებს ითვლიდა, უპრეცედენტო საგარეო ვალი ავიღეთ – მილიარდ 700 მილიონზე მეტი. არც მაშინ გახსენებია არავის გაზსაცავის მშენებლობა, რომელიც რეალურად უზრუნველყოფდა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას. ასე რომ, საგანგაშო არაფერი ხდება, არც კულუარული მოვლენები მიდის. უბრალოდ კულუარული პროცესებია, რომლებიც ლოგიკური დასასრულის შემდეგ გამჟღავნდება საზოგადოებისთვის. საზოგადოებას შევახსენებ, რომ სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაიდო ხელშეკრულება ენგურჰესთან დაკავშირებით რუსეთთან, რომელიც დღემდე ბურუსითაა მოცული. არავინ იცის რა ხელშეკრულება დაიდო და რის ფასად. ეჭვი მაქვს, სააკაშვილმა ეს ხელშეკრულება დადო იმ ფასად, რომ შეენარჩუნებინა სკამი. ეს ჩემი პოზიციაა. დღემდე უცნობია, რა პირობებზე დათანხმდა ქართული მხარე რუსეთს,“ – განაცხადა ექსპერტმა.




კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი

კობა გვენეტაძე - ეროვნული ბანკის ახალი შენობის აშენებას, შესაძლოა, 3-4 ან მეტი წელი დასჭირდეს, ჯერჯერობით, არსად გადასვლაზე და არაფრის გაყიდვაზე არაა საუბარი
access_time2019-10-23 16:52:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, სებ-ის ახალი სათავო ოფისის მშენებლობასთან დაკავშირებით განმარტება კიდევ ერთხელ გააკეთა.როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, ახალი ოფისის მშენებლობის საჭიროება ინსტიტუციის ფუნქციების გაზრდას უკავშირდება. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ განმარტები ამის შესახებ. სამწუხაროდ, სხვადასხვა ფაქტის არასწორი ინტერპრეტირება გაკეთდა . შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი საქართველოს კონსტიტუციით დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას უფლება აქვს დამოუკიდებლად დადოს...

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია

ირაკლი კოვზანაძე: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ  ცოტა დაგვიანებულია
access_time2019-10-23 16:51:10
„ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 1 % -ით გაზრდის შესახებ საჭირო და აუცილებელია, თუმცა რეალობა აჩვენებს, რომ ცოტა დაგვიანებულია, სჯობდა ასეთი ნაბიჯების გადადგმა დაეწყო უფრო ადრე“-ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ირაკლი კოვზანაძის თქმით, ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უფრო ადრე უნდა დაეწყო, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია მნიშვნელოვნად აცდენილია...

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

გიორგი გახარია - ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს
access_time2019-10-23 15:22:20
ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი გახლავთ ინფლაციის თარგეთირება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვაზე. „ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ აღნიშნული მომავალ წელს, უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას, თუმცა რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი...

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება
access_time2019-10-23 15:13:13
„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2019 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული. 1 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა...

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი

37,7 მლნ ლარით გაზრდილი შემოსავალი - რა მოგებაზე მუშაობს საქართველოში თურქული TAV-ი
access_time2019-10-23 14:12:06
საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდა თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი თურქული კომპანიის „ტავ ურბან ჯორჯიას“ შემოსავალზეც აისახა. კომპანიის ანგარიშგების მიხედვით, 2018 წელს „ტავ“-ის შემოსავალმა 250,976 მლნ ლარი შეადგინა, რაც 37,704 მლნ ლარით (17,5%) მეტია 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით (214,272 მლნ ლარი). ამასთან, კომპანიის ანგარიშგების მიხედვით,...


მსგავსი სიახლეები

up