მობრძანდეს პარლამენტში მთელი ოპოზიცია და ამნისტიაზე მუშაობას ხვალვე დავნიშნავთ, თუმცა ეს ხალხი პარლამენტში სამუშაო დღეებში ვერ შევკრიბეთ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში, “ქართული ოცნების“ ინტერესშია, “იწილო-ბიწილო” რაც შეიძლება მალე დასრულდეს.
“წინა კვირას ოპოზიცია ერთი დღით შემოვიდა პარლამენტში, განცხადებები გააკეთა და მას შემდეგ არ გვინახავს. ოპოზიცია პარლამენტში სამუშაო დღეებში არ მოდიოდა და ვის სჯერა, რომ უქმე დღეებში გამოჩნდებიან?! ძალით ვერავის ვამუშავებთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისივე განცხადებით, “20 ივნისი უნდა გადაიფურცლოს და მმართველი გუნდი მზადაა, შეასრულოს პირობა, რასაც შარლ მიშელის დოკუმენტით მოაწერა ხელი“.
IPN.GE