ირაკლი ზარქუა - გამიხარდებოდა, რომ მისმენდნენ, ტელეფონში სულ ვჩხუბობ, იქნებ სქურის გზა დროულად გაკეთდეს, მეტი ყურადღება მივაქციოთ ადგილობრივ პრობლემებს

ირაკლი ზარქუა - გამიხარდებოდა, რომ მისმენდნენ, ტელეფონში სულ ვჩხუბობ, იქნებ სქურის გზა დროულად გაკეთდეს, მეტი ყურადღება მივაქციოთ ადგილობრივ პრობლემებს

access_time2021-09-20 17:20:00

გამიხარდებოდა, რომ მისმენდნენ - ტელეფონში სულ ვჩხუბობ, იქნებ სქურის გზა დროულად გაკეთდეს, მეტი ყურადღება მივაქციოთ ადგილობრივ პრობლემებს - არ მაქვს განცდა და შიშები, რომ საქმე რაღაც პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს ეხება , - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.


ზარქუა იმასაც ამბობს, რომ თუ ნორმალური სახელმწიფო არსებობს, სანქცირებული მოსმენა, მათ შორის გარკვეული ჯგუფების მიმართ, ყველგან ხდება.


„ახალი ამაში არაფერია. მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებში დაზუსტდება, სად იყო გადაცდომა, იყო თუ არა საერთოდ, რა იყო ინტერპრეტაცია, რა - სიმართლე და რა - სიყალბე. არის პრობლემა, არის გამოწვევა, მტყუან-მართალი ერთმანეთშია არეული. დაველოდოთ გამოძიებას და ნათელი გახდება, სად არის გადაცდომა, სად - სიმართლე, სად - სიცრუე და სად არის ადამიანის უფლებების დარღვევა. იქნებ საბოტაჟთან გვაქვს საქმე და არარსებულზე ვსაუბრობთ?!“ –განაცხადა ირაკლი ზარქუამ.



ზარქუას აზრით, „მოსმენების საკითხზე პოლიტიკური საპარლამენტო დებატების გამართვა და იწილო-ბიწილო, მეათეხარისხოვანია“.


„პროკურატურას უნდა ვაცადოთ. თუ გამოძიების შედეგებით კმაყოფილი არ ვიქნებით, ვალდებულება გვაქვს, დებატები მოვიწვიოთ და დროებითი საგამოძიებო კომისიაც შევქმნათ. ახლა ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ცალკეული პოლიტიკოსები რომ ამ თემით მანიპულირებენ, მცდელობაა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ყველამ იცის, რომ რიგგარეშე სხდომის მოწვევა ვერც მოესწრება და ამის აუცილებლობაც არ არის, რადგან გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა ზარქუამ


ipn.ge







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up