ირაკლი ზარქუა - 2020 წელს დედაქალაქისთვის მილიარდ ნახევარი დაიხარჯება, რაც უპრეცედენტო და რეკორდული თანხაა

ირაკლი ზარქუა - 2020 წელს დედაქალაქისთვის მილიარდ ნახევარი დაიხარჯება, რაც უპრეცედენტო და რეკორდული თანხაა

access_time2020-01-23 13:16:28

2020 წელს დედაქალაქისთვის მილიარდ ნახევარი დაიხარჯება, რაც უპრეცედენტო და რეკორდული თანხაა, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ირაკლი ზარქუამ დღევანდელ ბრიფინზე განაცხადა.მისი თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს.


„მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელზეც ვამბობდით, რომ იქნებოდა გაცილებით მეტი და ის აცდებოდა ყველა აქამდე არსებულ ბიუჯეტს დედაქალაქის ისტორიაში, ეს დღეც მოვიდა. ანუ დედაქალაქისთვის 2020-ში დაიხარჯება მილიარდ ნახევარი ლარი, რაც ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურილ პროექტებს", - აღნიშნა ზარქუამ.


ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ.



„2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა მილიარდ ხუთას მილიონამდე, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი თბილისის ისტორიაში. ჩვენი უკანასკნელი დათვლებით ამ ციფრზე გავედით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძირითადად ეს შემოსულებები არის გადასახადებიდან შემოსული თანხების საპროგნოზო ნაწილის ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რასაც ველოდით, იმაზე მეტი შემოვიდა ბიუჯეტში, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ქალაქში ეკონომიკური აქტივობაა გაზრდილი და შესაბამისად, ეს აისახა ბიუჯეტის შემოსულობებზე. მეორე ნაწილი, ეს არის „იბიარდის" სესხი. მოგეხსენებათ, რომ 80 მილიონის ევროს სესხს იღებს თბილისის მუნიციპალიტეტი იმისთვის, რომ ჩვენ დამატებით ავტობუსები შემოვიყვანოთ ქალაქში და ვფიქრობთ, რომ ამ ოპერაციის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება ავტობუსების რაოდენობა და ჩანაცვლება პრაქტიკულად ის ძველი ამორტიზებული ავტობუსები. გაზრდილი ბიუჯეტი შესაბამისად, ნიშნავს, უფრო მეტ ინფრასტუქტურულ პროექტებს. შესაბამისად, ნიშნავს უფრო მეტ გამწვანებულ ტერიტორიას და ნიშნავს უფრო მეტ სოციალურ პროგრამებს“, - განაცხადა გრიგოლიამ.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up