ირაკლი ყიფიანი: ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკა და იდეოლოგია არ გააჩნია

ირაკლი ყიფიანი: ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკა და იდეოლოგია არ გააჩნია

access_time2019-06-28 09:00:24


„ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკა და იდეოლოგია არ გააჩნია,“ - ასე შეაფასა „კომერსანტთან“ ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკა.


ბიზნესისთვის სახელმწიფო გადასახადების პრობლემა ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება - დაწყებული ე.წ. ოქროს სიაში შემავალი კომპანიებისთვის დღგ-ს გადასახადის ვადის 30 დღის 5 დღემდე შემცირებით და ბოლო პერიოდში ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავების ფონზე ავია და ტურისტული ბიზნესისთვის შექმნილი პრობლემებით.


გუშინ, ეს თემა წინ წამოწია უკრაინის ავიახაზების კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმაც, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა საქართველოში ფრენებზე, თუმცა იქვე განმარტა, რომ საქართველოში პრობლემას წარმოადგენს დიდი გადასახადები, რომელიც აეროპორტების მფლობელ კომპანიებს აქვთ დაწესებული.


„მიმაჩნია, რომ საგადასახადო ლიბერალიზაცია განურჩევლად უნდა ეხებოდეს ყველა ბიზნესს და არა ერთ კონკრეტულს. მაგალითად, ჩვენი პოლიტიკა და ამოცანა თუ იქნება მოგების და საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, რომელიც ბიუჯეტში შემოსავლების 35%-ს წარმოადგენს, საბოლოოდ, მივიღებთ იმას, რომ 5 წელიწადში ამ ორი გადასახადისგან განთავისუფლდება ბიზნესი და ერთადერთი და ძირითადი დარჩება დღგ. თუმცა ამას სახელმწიფოს დეკლარირებული პოლიტიკა უფრო სჭირდება,“- განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.



მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლებას ეკონომიკური პოლიტიკა და იდეოლოგია არ გააჩნია.


„იმის მაგივრად, რომ გადასახადები შევამციროთ, პირიქით ვზრდით, მაგალითად, ბოლოს მივიღეთ საპენსიო ფონდთან დაკავშირებით რეფორმა, რომლის მიხედვითაც დამატებით ხდება მოსახლეობისა და კომპანიების ჯიბიდან ფულის ამოღება.
ჩვენ უნდა გვქონდეს საშემოსავლოსა და მოგების გადასახადის შემცირების მექანიზმი. საერთო ჯამში, დაგვრჩება დამატებითი ღირებულების გადასახადი. საბოლოოდ, დღგ-ს გადასახადის რაოდენობა გაიზრდება და არა პროცენტი. თუ ეს თანხები დარჩება ეკონომიკაში, გაზრდილი ეკონომიკა უკვე თავად გადაიხდის უფრო მეტ დღგ-ს ბიუჯეტში. საბიუჯეტო დეფიციტის რისკი არ დაგვიდგება და მივიღებთ ბიზნესზე ორიენტირებულ, ეკონომიკური განვითარების ლიბერალურ მოდელს, სადაც მთავარი დრაივი იქნება კერძო სექტორი,“
- ამბობს ირაკლი ყიფიანი.


ნათია კეკენაძე





„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა

„პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ – „სოკარმა“ 2019 წლის CSR ანგარიში წარადგინა
access_time2020-02-22 10:55:18
კომპანია „სოკარმა“ CSR სტრატეგიის - „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტის“ 2019 წლის ანგარიში წარადგინა. „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა ლევან გიორგაძემ დამსწრეებს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო. ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. კომპანიის CSR სტრატეგიის თითოეულ მიმართულებაზე სხვადასხვა პარტნიორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის და საინიციატივო...

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა

„გრანთ თორთონი“ - გლობალური ქსელის მოგებამ 2019 წელს 5,720 მილიარდი შეადგინა
access_time2020-02-22 09:30:25
რადიო „კომერსანტის“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივ გადაცემაში ჩემი აუდიტორი  „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ ცაბაძემ კომპანიის გლობალური და ლოკალური ფინანსური წელი შეაჯამა. საერთაშორისო ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ჯამური ბრუნვა 5,720 მილიარდ დოლარს შეადგენს,რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია კომპანიის ზრდის ისტორიაში.40%-იანი ზრდაა დაფიქსირებული ადგილობრივ ბაზარზეც. ვახტანგ...

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)

როგორ მოეწყობა ჭავჭავაძის გამზირის და  გობრონიძე-ხიზანიშვილის სატრანსპორტო ნაწილი (რენდერები)
access_time2020-02-22 11:00:35
თბილისის ფორუმზე გამოქვეყნდა რამდენიმე რენდერი, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე და გლდანში განახლებული ქუჩების გარკვეული მონაკვეთების სავარაუდო მოწყობას გვიჩვენებს. ყველა გამოქვეყნებულ რენდერზე ჩანს ახალი “ბასლეინები”. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესოა ჭავჭავაძის გამზირის ახალი სქემა, რადგან აქ, სპეციალური საავტობუსო ხაზისა და გაჩერებების მოწყობა გზის ცენტრალურ ნაწილშია დაგეგმილი. მოცემული რენდერები არაოფიციალური ხასიათისაა და შესაძლოა არ ემთხვეოდეს...

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა

ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა
access_time2020-02-22 10:00:29
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებამ და მისმა წევრმა 37 კლინიკამ  საქართველოს მთავრობისთვის ახალი წერილი მოამზადა. ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები უკვე მეორედ ცდილობენ სახელმწიფოს აჩვენონ ის უარყოფითი შედეგები, რომელიც 520-ე დადგენილების ამოქმედებას მოჰყვა. მედიკოსები წერილში წერენ, რომ ჯანდაცვის სამინისტოს მიდგომა მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. თეთრ ხალათიანები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...


მსგავსი სიახლეები

up