ირაკლი ყიფიანი: „ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით“

ირაკლი ყიფიანი: „ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით“

access_time2020-04-08 15:00:14

COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით მიღებულ ზარალთან გასამკლავებლად, ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა ანტიკრიზისული გეგმის პროექტი წარადგინა, რომელიც ადამიანების, ოჯახების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე გულისხმობს. გეგმის მიხედვით, ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის, და არა ვაუჩერების გადაცემით, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლება, თავად გადაწყვიტონ, დაფარავენ კომუნალურ გადასახადს, შეიძენენ საკვებს, მედიკამენტებს თუ სხვა პროდუქტებს. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ კრიზისი შეეხო მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, შეუძლებელია იდენტიფიცირება და გაზომვა, ვის უფრო მეტად გაუჭირდა და ვინ დაკარგა სამსახური, როცა ქვეყანაში მილიონამდე თვითდასაქმებულია, ამიტომ ფულადი დახმარება უნდა იყოს საყოველთაო ხასიათის.


ეკონომისტი ირაკლი ყიფიანის თქმით, ფულადი დახმარება უნდა იყოს საყოველთაო ხასიათის მათთვის, ვისი შემოსავალიც წლის განმავლობაში 40 000 ლარზე ნაკლებია, რადგან დახმარების სამიზნედ კონკრეტული ჯგუფების აღება, მოგვცემს შედეგად იმას, რომ გამოგვრჩება იმ ოჯახების დიდი ჯგუფი, რომლებსაც კრიზისი შეეხო და ეს მოხდება მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში მონაცემთა ბაზები არ არის სრულყოფილად შექმნილი.


„ოჯახების მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს თანხის და არა ვაუჩერების გადაცემით. საქართველოში 840 ათასი ადამიანი მიეკუთვნება თვითდასაქმებულთა კატეგორიას. სახელმწიფო არ ფლობს ინფორმაციას, რა შემოსავალს იღებენ თვითდასაქმებულები და დაკარგეს თუ არა შემოსავლის წყარო. ეკონომიკის გაჩერება, პირველ რიგში, სწორედ თვითდასაქმებულებს დააზარალებს, ამიტომ ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს მათთვის, ასევე უმუშევრად დარჩენილი დაახლოებით 45 ათასი ადამიანისთვის, 450 ათასი სოციალურად დაუცველისთვის და 760 ათასი პენსიონერისთვის, საშუალოდ 1000-ლარიანი დაფინანსების გამოყოფას“, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.


მისივე თქმით, ბიზნესებს შემცირებული მოთხოვნის დასაბალანსებლად და ხელფასების გასაცემად მეტი რესურსი სჭირდებათ, ამიტომ 1.6 მილიარდი ლარის ეკონომიკაში ჩაშვება შეამცირებს უმუშევრობის გაზრდის რისკებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს ექნებათ მეტი რესურსი სახელფასო ხარჯებისთვის რაც რამდენიმეთვიან ინტერვალში, გაუადვილებთ დასაქმებულების შენარჩუნება.



„საქართველოში დასაქმებულთა 67% მცირე და საშუალო ბიზნესში მუშაობს. კრიზისის დროს, ბიზნესს უმცირდება შემოსავლები და ხდება იძულებული შეამციროს სამუშაო ადგილები. მთავრობამ უნდა გაუიაფოს კომპანიებს თანამშრომელთა შენახვა, რაც გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას, ანუ 20%-ით მათი ხარჯების შემცირებას, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო ნაკლები თანამშრომელი გაუშვას სამსახურიდან. საშემოსავლო გადასახადების დატოვებით, ვამცირებთ იმის ალბათობას, რომ ადამიანებმა სამსახური შეინარჩუნონ. მაგალითად, თუ კომპანია აპირებდა 5 ადამიანის გაშვებას, საშემოსავლო გადასახადების გაუქმებით, იმ ადამიანების რაოდენობა რომელთაც სამსახური უნდა დაეკარგათ მნიშვნელოვნად შემცირდება. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მსგავსი ტიპის პოლიტიკა იყოს საყოველთაო ხასიათის და ჩვენ არ დავიწყოთ დაყოფა, მაგალითად, დავეხმაროთ ერთს და არ დავეხმაროთ რომელიმე სხვა სექტორს, რადგან დღეს ეკონომიკა გაჩერებულია და ყველა სექტორს თანაბრად, ვისაც კი მცირე და საშუალო მეწარმის სტატუსი აქვს, გადასახადი ყველას უნდა გაუუქმდეს, რადგან ეს თანხები დღეს ყველაზე მეტად ბიზნესს სჭირდება. ბიუჯეტი ამით ქამრების შემოჭერის პოლიტიკას ახორციელებს, რომლის მიხედვითაც ეს რეფორმა დაახლოებით 1,6 მილიარდამდე დაუჯდება“, - განმარტავს ირაკლი ყიფიანი.


აღნიშნული ანტიკრიზისული გეგმის განსახორციელებლად, საჭიროა 4 მლრდ. ლარის მობილიზება, რაც ირაკლი ყიფიანის თქმით, მთავრობამ ხარჯების შემცირების და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან თანხების მოზიდვით უნდა მოახერხოს.


„მთავრობამ აქტიურად უნდა დაიწყოს მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თანხების მობილიზებისათვის. პანდემიის დროს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი თანხები გამოყო, შესაბამისად მთავრობის ეფექტურობაზეა გამოკიდებული ამ თანხების მოიძიების საკითხი, IMF-მა და მსოფლიო ბანკმა კრიზისის დასაძლევად უკვე გამოყვეს შესაბამისი თანხები, განვითარებული ქვეყნების დასახმარებლად. ჩვენ უნდა მოვიზიდოთ არანაკლებ 1 მილიარდი დოლარი. დონორი ორგანიზაციებიდან რესურსების მოძიება კრიზისის პერიოდში ლარის გამყარების ერთ-ერთი ინსტრუმენტიცაა. გეგმაში აქცენტი ასევე გაკეთებული არის ეფექტურ საბიუჯეტო ხარჯვაზე. ფაქტიურად ორივე ინსტრუმენტი თანაბრად გასათვალისწინებელია, მათგან სწორი ხარჯვის დაწყება მთავრობას დღესვე შეუძლია, რითაც ბიზნესს და მოსახლეობას ახლავე დაეხმარება, 1-2 თვის შემდეგ კი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული თანხებით დააბალანსებს. გრანტების მოძიება მყისიერად არის დასაწყები და სხვა პრიორიტეტები ეკონომიკაში ახლა არ არსებობს“, - აღნიშნავს ირაკლი ყიფიანი.


ნინო თამაზაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up