საზოგადოება ხედავს, რომ მთავრობა ბიზნესის მიმართ პირდაპირ უშვებს ტერორის სიგნალებს  - ირაკლი ყიფიანი NDI-ის კვლევაზე

საზოგადოება ხედავს, რომ მთავრობა ბიზნესის მიმართ პირდაპირ უშვებს ტერორის სიგნალებს - ირაკლი ყიფიანი NDI-ის კვლევაზე

access_time2019-09-18 09:00:11

 84 პროცენტი არის აბსოლუტურად ლოგიკური მაჩვენებლი საზოგადოების იმ რიცხვისა,  რომელთაც უნდობლობა აქვთ გამოცხადებული მთავრობის მიმართ. ჩვენ ბოლო პერიოდში უკვე ვხედავთ, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიცია აღარ შემოედინება და განახევრდა.  ვხედავთ, რომ ბიზნესის კუთხით არის არასტაბილური მდგომარეობა და ბიზნესი პრაქტიკულად მოლოდინის რეჟიმში გადავიდა 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებადმდე იმიტომ, რომ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ხდება ბიზნეს გარემო. საზოგადოება ხედავს, რომ მთავრობა პირდაპირ სიგნალებს უშვებს ტერორის მიმართულებით, განსაკუთრებით ეს ეხება ბიზნესს, მაგალითად როგორიცაა თიბისი ბანკის საქმე, როგორიცაა ომეგა ჯგუფის საქმე. ასე რომ, ეს შედეგები  სინამდვილეს ასახავს. ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი NDI-ს ბოლო კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმრავლესობა - 84%- ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას უმთავრესად მთავრობას აკისრებს; ასევე გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, ვინც საქართველოს ეკონომიკურ მდგომაერობას „ცუდად“ აფასებენ, ასეთი გამოკითხულების 63 % აღმოჩნდა.


ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 70% ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს. 


ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი კვლევის ამ მაჩვენებელს პირდაპირ უკავშირებს საქართველოში კორუფცის ზრდას, რომელსაც საზოგადოება ღიად ხედავს. 


„70 პროცენტი ამბობს, რომ მხოლოდ გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ ეკონომიკური სიკეთეებით და ეს არ არის საყოველთაო ხასიათის.  ესეც რეალობის ასახვაა იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებში კორუფციის ინდექსშიც კი საქართველოს მდგომარეობა გაუარესდა.  ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპრი შესყიდვების წილი სახელმწიფო ტენდერებში არის გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძაშვილ- მამიდაშვილობა არის უფრო მეტი პრივილეგია მოიგო სახელმწიფო ტენდერი, ვიდრე სამართლიანი წესით მოხდეს გამარჯვება. შესაბამისად, კორუფციაა ქვეყანაში და ერთმნიშვნელოვნად არიან ჯგუფები,  რომლებიც ამით ხეირობენ. მოსახლეობის ის 67 პროცენტი არის სრულიად მართალი.“ - ამბობს ყიფიანი




“კომერსანტთა“ საუბარში ეკონომისტი  NDI-ს კვლევის იმ ნაწლსაც აფასებს, სადაც საუბარია საპენსიო რეფორმაზე. როგორც ცნობილია, გამოკითხულთა 57%-ს არ სჯერა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ დაგროვილი თანხით სარგებლობას შეძლებს. 

 

ირაკლი ყიფიანს ამ მაჩვენებლის შეფასებისას მაგალითად მოჰყავს იმ ევროპული ქვეყნების მაგალითები, რომლებმაც მგავსი სისტემის დანერგვისას მოსახლეობის თანხები ბიუჯეტის შესავსებად გამოიყენეს. ეკონომისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობა იმდენაც მცირეა, რომ მოსახლეობას არანაირი უსაფრთხოების შეგრძნება არ აქვს, რომ მათი თანხები დაცული იქნება.


„მსოფლიო პრაქტიკამ პოლონეთისა და უნგრეთის შემთხვევაში აჩვენა, რომ მოსახლეობამ დაიწყო საპენსიო ფონდში ასეთივე პრონციპით თანხის დაგროვბა, როგორიც საქართველოშია,  მაგრამ ამ ქვეყნებში, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაზე ბევრად წინ არიან, მოხდა ისე, რომ საბიუჯეტო დეფიციტის დროს მთავრობამ ნაციონალიზაცია გამოაცხადა მოსახლეობის მიერ დაროვილი თანხების.  ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხმა დაკარგა დაგროვებული თანხის 100 პროცენტი - პოლონეთის შემთხვევაში 50 პროცენტი. საქართველოს მთავრობა არც ნდობით, არც ცოდნით და არც სტაბილურობით არ არის იმაზე უკეთესი, ვიდრე ეს ევროპული ქვეყნები. გონივრულია, რომ ადამიანს ნდობა არ ჰქონდეს იმის, რომ მომდევნო 5 ან 6 წლის შემდეგ, როდესაც ბიუჯეტს დააკლდება ფული, მიადგეს პირდაპირ საპენსიო ფონდს და გამოიყენოს ეს თანხები  სხვადასხვა პროექტების ან პროგრამების დასაფინანსებლად, რომელიც კარგი იქნება თუ ცუდი იქმნება ღმერთმა უწყის.“ - აღნიშნა ირაკლი ყიფიანმა


საზოგადოებრივი აზრის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარადა, რომლის ფარგლებშიც 2,131 დასრულებული ინტერვიუ (41% გამოპასუხება) ჩატარდა, საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია.

 

მარიამ მორგოშია




ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს

ეროვნული ორკესტრი საკონცერტო დარბაზის გარეშე - ნიკოლოზ რაჭველი მთავრობას მიმართავს
access_time2019-12-09 21:00:20
ეროვნული ორკესტრის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი საკონცერტო დარბაზის უქონლობაზე სოციალურ ქსელში  წერს და მთავრობას მოუწოდებს ამ საკითხის მიმართ მეტი სენსიტიურობა გამოიჩინონ. „კომერსანტი“სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:   "ეჰ, რამდენ რამეზე ვფიქრობ, რამდენ ვინმეზე ვფიქრობ...   მაგრამ ახლა მაინც ყველაზე მეტად ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაზე, მოსაგვარებელ პრობლემებზე და მათ შორის ჩვენი ეროვნული ორკესტრის ისევ გადაუჭრელ და ჩემთვის გულის გახეთქვამდე მტკივნეულ...

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე

არც ერთ ადამიანზე, რა რანგისაც არ უნდა იყოს, ხელის დაფარება არ მოხდება – ივანე მაჭავარიანი დღგ-ს თაღლითობის საქმეზე
access_time2019-12-09 19:15:54
„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ადამიანზე, ვინც არ უნდა იყოს და რა რანგის მატარებელიც, ხელის დაფარება არ მოხდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღგ-ს თაღლითობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა. “გამოძიებაში ყველა საგამოძიებო უწყებაა ჩართული. თემა უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა აყვანილი, შესაბამისად არანაირი დანდობა ამ მიმართულებით არ იქნება,”-აღნიშნა მაჭავარიანმა. მისივე თქმით, 100-მდე...

ევროკავშირმა Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა

ევროკავშირმა   Facebook-ის კრიპტოვალუტა აკრძალა
access_time2019-12-09 20:00:53
ევროკავშირის ფინანსთა სამინისტროებმა  Facebook-ის ვირტუალური ვალუტის - ლიბრას  მოძრაობა აკრძალეს. აღნიშნული შეეხება ასევე  სხვა „სტებლკოინებს“, ანუ კრიპტოვალუტებს, რომლებიც მიმაგრებულია ან ჩვეულებრვი ვალუტებთან, ამ საქონელთან. მინისტრებმა განაცხადეს, რომ დღევანდელი კანონმდებლობა ჯერ არაა მზად ახალი საგადამხდელო საშუალების მისაღებად. მთავრობების...

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“

„გაუგებარია, რატომ ახდენს ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური ბიზნესის მოგების დემონიზაციას“
access_time2019-12-09 17:00:10
„ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ ახდენს  ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური  ბიზნესის მოგების დემონიზაციას, მითუმეტეს, როდესაც სამედიცინო დაწესებულების მოგების მარჟა არის საკმაოდ დაბალი“,- ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას კლინიკა „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ დირექტორი იაგო კალანდაძე. ტელეკომპანია იმედის ეთერში ეკატერინემ ტიკარაძემ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, ჯანდაცვა განიხილოს როგორც მომგებიანი...

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში

„სოკარის“ ეკონომიკური ექსპანსია ქართულ ენერგეტიკაში
access_time2019-12-09 15:45:00
აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია”სოკარი” ქართულ ბაზარზე უკვე მრავალი წელია ოპერირებს. “სოკარი” მულტინაციონალური კომპანიაა და ის საქართველოს გარდა 5 სხვა ქვეყანაშია წარმოდგენილი. კომპანია საქართველოში”სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-ს სახელით 2006 შემოვიდა და მას შემდეგ არაერთ დარგში ოპერირებს. კომპანია პირველ ეტაპზე მხოლოდ ბენზინისა და დიზელის იმპორტს და რეალიზაციას ეწეოდა, თუმცა სხვადასხვა დროს სასათბურე პირობებითა, თუ კანონის გვერდის ავლით, მისი...


მსგავსი სიახლეები

up