ზვიად ხორგუაშვილი: კარგი ბიზნესმენი შესაძლოა ცუდი პოლიტიკოსი აღმოჩნდეს, ამის მაგალითია ბიძინა ივანიშვილი

ზვიად ხორგუაშვილი: კარგი ბიზნესმენი შესაძლოა ცუდი პოლიტიკოსი აღმოჩნდეს, ამის მაგალითია ბიძინა ივანიშვილი

access_time2018-07-12 11:55:16

ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ კანდიდატებს აფასებს და განმარტავს, რომ წარმატებული ბიზნესმენი შესაძლოა მთავრობაში წარუმატებელი აღმოჩნდეს, რისი მაგალითიც ქართულ რეალობაში არაერთია


გამიჭირდა კანდიდატების ცალ-ცალკე შეფასება, რადგან მათ არასდროს უმუშავიათ მთავრობაში. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ძალიან კარგი ბიზნესმენი შესაძლოა ძალიან ცუდი პოლიტიკოსი აღმოჩნდეს. მეტიც, როგორც წესი ასე ხდება სულ და ამის მაგალითი ჩვენს სინამდვილეში არაერთია. ყველაზე მარტივი მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ძალიან წარმატებული ბიზნესმენი, მაგრამ პოლიტიკაში მოსვლის დღიდან მის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი არის ძალიან წარუმატებელი. მათ შორის მის მიერ შერჩეული კადრებიც და ზუსტად ამიტომ, დღევანდელ მთავრობას არ აქვს კარგად ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვები. შედეგად ვართ მძიმე მდგომარეობაში, განმარტავს ხორგუაშვილი.


ახალი კანდიდატების შეფასებისგან თავს იკავებს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანიც. მისი თქმით, რთულია რომელიმე მათგანის შეფასება რადგან საზოგადოების ფართო წრისთვის არცერთი არ არის ცნობილი. სამაგიეროდ ეკონომისტი ყურადღებას ამახვილეს ზოგად ცვლილებებს, რაც ბოლო პერიოდში მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა და აღნიშნას, რომ ყველა რეფორმა ფორმალური და პოპულისტურია. 



„მამუკა ბახტაძემ ორი მნიშვნელოვანი რეფორმა დაანონა.  პირველი ეს არის მცირე მთავრობის იდეა, მეორე კი სიპ-ებისა და აიპ-ების შემცირება. ამ უკანასკნელზე პრემიერმა რამდენიმე დღის წინა განაცხადა, ამიტომ ჯერ კიდევ მაქვს დადებითი მოლოდინი. რაც შეეხება პირველ რეფორმას, რეალურად მცირე მთავრობა გულისხმობს ძირეულ შიდა რეფორმებს, სიპ-ების და აიპპ-ების შემცირებას, სახელმწიფო ფუნქციების დიდი ნაწილის კერძო სექტორისთვის გადაცემას, სამინისტროებში თანამშრომელთა რეორგანიზაციას. ბახტაძემ კი ამ ყველაფრის ნაცვლად, უბრალოდ რამდენიმე უწყება გააერთიანა. ამ ყველაფრის გამო შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე ცვლილებები ფორმალური, პოპულისტურია და მეტი არაფერი “,- განამრტავს ყიფიანი.


შეგახსენებთ, დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის ახალი კადიდატები წარადგინა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი ფინანსთა მინისტრად ივანე მაჭავარიანი დასახელდა. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია გიორგი ქობულია .



სალომე ლემონჯავა




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up