ირაკლი ყიფიანი: როდესაც ლარი ასე მკვეთრად უფასურდება,  პრობლემა  მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და მის პოლიტიკაშია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებში

ირაკლი ყიფიანი: როდესაც ლარი ასე მკვეთრად უფასურდება, პრობლემა მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და მის პოლიტიკაშია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებში

access_time2019-07-23 16:30:11

 „იმ პირობებში, როდესაც ლარი ასე მკვეთრად უფასურდება,  პრობლემა  მთავრობის ეკონომიკურ გუნდში და მათ მიერ განხორციელებულ პოლიტიკაშია, ვიდრე ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ ღონისძიებებში,“ ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი ლარის კურსის ბოლოდროინდელ არასტაბილურობას. მისი განმარტებით, რეალურად, ეროვნული ბანკის ფუნქციაა ფასების სტაბილურობა და  ეკონომიკის  ინფლაციური პროცესებისგან დაცვა.  


„დღეს თუ ეროვნულ ბანკს ვეტყვით გამოიტანოს თავისი რეზერვები და დახარჯოს, ეს დროის პატარა მონაკვეთში ლარის გამყარებას გამოიწვევს, თუმცა, საბოლოოდ, ლარი კვლავ გაუფასურდება, რადგან ის ფაქტორები, რითაც უფასურდება ლარი, არ იქნება გამოსწორებული. მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდა განეხორციელებინა ისეთი რეფორმები, რომ დღეს ეს შედეგი არ ყოფილიყო. წლების განმავლობაში ტენდენცია იყო გადასახადების შემცირება. ბოლოს მივიღეთ აქციზის გადასახადის ზრდა, საგადასახადო კუთხით მიმზიდველობის დაქვეითება. ასევე პრობლემურია სასამართლო მიმართულება, რომელიც კითხვის ნიშანს აჩენს, რამდენად დაცულია საკუთრების უფლება ქვეყანაში, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის განხორციელების ტემპი მნიშვნელოვნად დაბალია, ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა. ფისკალური მიმართულებით უამრავი პრობლემაა. გარდა ამისა, ეკონომიკურ გუნდში არ ჩანს  რეალური რეფორმებისკენ მიმართული მთავრობა, რომელიც იზრუნებს ქვეყანაში  ინვესტიციები შემოვიდეს, “ აცხადებს ყიფიანი.


როგორც ექსპერტი განმარტავს, ყოველ დღე ახალი პოლიტიკური შოკი ხდება. არასტაბილირობა კი არასწორ მოლოდინებს ქმნის. თუ რომელიმე ბიზნესმენს ოქტომბერში შეკვეთა აქვს გასაკეთებელი და ევროპიდან პროდუქცია  აქვს შემოსატანი, თუ გაუფასურების მოლოდინი აქვს, დღეს დოლარზე მოთხოვნა აქვს გაზრდილი. ეს კი ლარის გაცვლით კურსზეა ასახული. რამე განსაკუთრებლი ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა.


ყიფიანის განმარტებით, ბოლო პერიოდში ბიზნესი  უყურებდა ლარის კურსს, რამდენად გამყარდებოდა, თუნდაც პუტინის განცხადებების შემდეგ. რეალურად, გამყარება რამდენიმე დღე დაფიქსირდა, დღეს კი ლარი ისევ რჩება გაუფასურების  მაღალ ნიშნულზე.


 „ბაზრის მოთხოვნას დიდხანს ვერ შეაკავებ, რადგან ბიზნესს თავიანთ უცხოურ  პარტნიორ კომპანიებთან გარკვეული ფინანსური ვალდებულებები აქვთ, გადარიცხვები განსახორციელებელი აქვთ, შესაბამისად, შეკავების ხანგრძლივობამ დოლარზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზარდა. მე პირადად, აღარ მჯერა იმის, რომ ლარი დაუბრუნდება  მნიშვნელოვან გაუფასურამდე არსებულ ნიშნულს. აუცილებლად წონასწორობის ახალი ნიშნული ჩამოყალიბდება,“  აღნიშნავს ყიფიანი.



როგორც ცნობილია, თიბისი ბანკის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ლარი  რუსული სანქციების დაწესებამდეც გაუფასურებული იყო, ახალი შოკის შედეგად კი დოლარის კურსი შესაძლოა 3.00-3.05-მდე გაიზარდოს, რასაც შედარებითი გამყარება მოყვება.


ამ თემაზე ირაკლი ყიფიანის პოზიცია ასეთია  როდესაც ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუტს ასეთი მოლოდინი აქვს, ვგულისხმობ „თიბისი ბანკს“, პროცესები კიდევ უფრო არასტაბილურობას იძენს.


Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 15:30 საათზე ერთი დოლარი 2,9025 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2357 ლარია.ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.


აღსანიშნავია, რომ დღეს დილით, 11 საათისთვის Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8900 ლარად ივაჭრებოდა.


შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2,9450 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8550 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2,9400 ლარია, მისი გაყიდვა კი 2,86 ლარადაა შესაძლებელი.


სოფო ქსოვრელი 

 




კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად და დაზოგე გონივრულად

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად  და  დაზოგე გონივრულად
access_time2019-12-13 16:30:34
ახალი წელი hotsel.ge-ზე ! ახალ წელს ისე არაფერი უხდება, როგორც სადღესასწაულო ფუსფუსი, ნობათისა თუ საჩუქრების შეძენა, განსაკუთრებით გვახარებს საჩუქრების შერჩევისა და საახალწლო დეკორაციების შეძენა, რომ ჩვენი სახლი და ნაძვის...

კინოთეატრ „აპოლოს” რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

კინოთეატრ „აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა
access_time2019-12-13 15:30:31
 კინოთეატრ „აპოლოს“ ფასადი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია  ისტორიული შენობა-ნაგებობა და  გიორგი გეგელიას დაუკავშირდა, რომელიც  კინოთეატრ  „აპოლოს“ 100%-იანი წილის  მფლობელია და კომპანია „კონფიდენს გრუპის“ ხელმძღვანელია.  როგორც გეგელია  აღნიშნავს,  შენობის ფასადი  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან  დაზიანებული ფასადის დემონტაჟი...

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა
access_time2019-12-13 13:17:09
„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა.აღნიშნულის შესახებ რეესტრში მონაცემები უკვე აისახა. კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 75%-ზე მეტის მფლობელი აქციონერი - „ჯორჯიან ფაინენშალ გრუპ ბი.ვის“ გადაწყვეტილებით, საბჭოს დატოვებს დავით შონია. როგორც რეესტრშია მითითებული, შონიამ წასვლის შესახებ კომპანიას თავად მიმართა. შეგახსენებთ, რომ დავით შონია ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე 2017 წლის ოქტომბერში აირჩიეს....


მსგავსი სიახლეები

up