ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის 33% მთლიანად მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტის 33% მთლიანად მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს

access_time2020-12-09 15:15:00

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 100 მილიონი ლარი იქნება.



როგორც ხმალაძემ განაცხადა, ბიუჯეტის 33% - 350 მილიონი ლარი მთლიანად მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს, ხოლო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით მერია 356 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს.



„მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 100 მილიონ ლარს აღწევს და ცოტა გადაცდება კიდევაც. მნიშვნელოვანია აღინიშნოს სპეციალური ტრანსფერის ოდენობა, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოყო, ჯამში 225 მილიონი ლარი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარებაა თბილისისთვის, რადგან კარგად იცით, რომ მძიმე წელი ჰქონდა ქვეყანას და მსოფლიოს პანდემიის გამო. შემოსავლები მნიშვნელოვნად არის შემცირებული. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან კრიტიკული იყო ასეთი ტიპის დახმარება. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელი ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უფრო მეტად დაიგეგმა ბიუჯეტის კუთხით, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, გაიზარდა მერიის ბიუჯეტიც. ჩვენი ბიუჯეტის 33% მთლიანად მოხმარდება ჯანდაცვის და სოციალურ პროგრამებს, რაც დაახლოებით, 350 მილიონი ლარი იქნება. ეს 21 მილიონი ლარით მეტია 2020 წლის ამ მიმართულების ხარჯებთან შედარებით.




ასევე მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. ეს არის 356 მილიონი ლარი. განხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი - ვაკის პარკის რეაბილიტაცია, თემქის ხევის და ვარკეთილის ხევის პარკების მოწყობა, ასევე ვგეგმავთ, რომ ვაკის პარკის კასკადის რეაბილიტაციაც დავიწყოთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჭაბუა ამირეჯიბისა და ყოფშიძის ქუჩის დამაკავშირებლად სრულიად ახალი კვანძი მოეწყობა, რაც იქ არსებული ნაკადების განტვირთვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ხმალაძემ.



დედაქალაქის ვიცე-მერმა აღნიშნა, რომ თბილისის თავდაპირველმა ბიუჯეტმა კრიტიკის ქარცეცხლი გაიარა, თუმცა, თბილისი 840 მილიონი ლარის ამარა არ რჩება და მისი ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარზე მეტი იქნება.



„პირველ ეტაპზე საკრებულოში ბიუჯეტი 840 მილიონი ლარის ოდენობით წარვადგინეთ. სამწუხაროდ, ყოველწლიურად ერთიდაიგივე პოლიტიკური ჯგუფების მიერ ხდება კრიტიკის შეტევა მერიის პირველად ბიუჯეტზე, რომელიც, რა თქმა უნდა, შემცირებული ოდენობითაა, თუმცა, შემდგომში სრულდება მოლაპარაკების პროცესი ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საბოლოო რედაქცია მიდის საკრებულოში. ვხედავთ, რომ 2021 წელს თბილისი არ იქნება მხოლოდ 840 მილიონის იმედად და ეს თანხა 1 მილიარდ 100 მილიონი იქნება. ახლა ოპოზიციასაც შეუძლია გაეცნონ ჩვენს პრიორიტეტებს. მზად ვართ, საკრებულოსთან ერთად გავმართოთ განხილვები და საბოლოოდ მივიღოთ მათი პოზიცია და თანხმობა ბიუჯეტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ხმალაძემ.



BPN.GE 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up