ირაკლი ხმალაძე - ხშირად საუბრობენ, ჯერ ერთი რამ გაგეკეთებინათ და შემდეგ მეორეო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, წლების განმავლობაში არა მხოლოდ მეტროსთვის, არამედ ბევრი რამისთვის არავის მიუხედავს და შედეგად უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით

ირაკლი ხმალაძე - ხშირად საუბრობენ, ჯერ ერთი რამ გაგეკეთებინათ და შემდეგ მეორეო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, წლების განმავლობაში არა მხოლოდ მეტროსთვის, არამედ ბევრი რამისთვის არავის მიუხედავს და შედეგად უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით

access_time2019-10-24 18:15:27

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. ირაკლი ხმალაძის განმარტებით, მეტროში მგზავრთა ნაკადის მატება სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან მგზავრთა ნაკადი ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად 11%-ით იზრდება.



ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მუშაობს მეტროში მგზავრთა გადაადგილების ახალ გეგმაზე, რათა მოძრაობის რეგულირებით შესაძლებელი გახდეს მოზღვავებული ნაკადის მართვა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის თავიდან აცილება.
“როდესაც დედაქალაქის ახალი მერი მოვიდა ქალაქის მართვაში, ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი და არსებითი ამოცანები დაგვისახა თბილისის მოსახლეობამ და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი იყო სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. სატრანსპორტო კუთხით საცობების და დაბინძურებული ჰაერის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა და კერძო ავტომობილების რიცხვის შემცირება. პრობლემებზე საუბარს არავინ გაურბის. დღეს ჩვენ გვაქვს მეტროში მომატებული ნაკადები. მეტროს მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და უნდა გაიზრდოს კიდეც. რასაკვირველია, უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ მეტროს, არამედ ავტობუსების მოხმარება- ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი,”-აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.



თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, დღეს თბილისის მეტროპოლიტენში პრობლემები ნამდვილად არსებობს და სწორედ მის მოგვარებაში იხარჯება ასეულობით მილიონი ლარი.




“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემური კვანძი არის სადგურის მოედნის გადასაჯდომი ხაზი და კონკრეტულად ის გვირაბი, სადაც პიკის საათებში განსაკუთრებით მოზღვავებული ნაკადია. სტუდენტობის პერიოდში სულ მეტროთი ვმგზავრობდი და მაშინაც კი ეს ასე იყო. მოდით ერთმანეთისგან განვასხვაოთ შედეგი და ტენდენცია. დღეს ჩვენ არ გვაქვს შედეგი, მაგრამ გვაქვს ტენდენცია-იზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, რაც კარგია. ამასთან, მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდის პარალელურად, იღებს ყველა საჭირო ზომას, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება და მიწოდების ხარისხი. რას ვაკეთებს ამისთვის? კახა კალაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ მეტროპოლიტენს დაამატებდა 12 ახალ შემადგენლობას და 10 ახალი შემადგენლობა თბილისის მეტროპოლიტენს უკვე დაემატა. დარჩა ორი შემადგენლობა, რომელიც მეტროპოლიტენის ქსელში წლის ბოლომდე გაეშვება. EBRD-თან ერთად, ვახდეთ დამატებით 10 ახალი შემადგენლობის შეძენას. ახალი შემადგენლობების დამატების შედეგად, მეტროს სადგურებში მოცდის რეჟიმი 4,5 წთ-დან 2,5 წთ-მდე შევამცირეთ პიკის საათებში. თუ შევხედავთ ოცდასამივე სადგურში არსებულ მდგომარეობას, ერთადერთი პრობლემური ადგილი სადგურის მოედანი ფიქსირდება. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს სადგურის მოედნის გადასასვლელ გვირაბში არსებული ნაკადი, თორემ მეტროს ვაგონი რომ დაიძრება, ბაქანზე მგზავრი არ გვრჩება. მუნიციპალიტეტი უკვე ნერგავს ახალ გეგმას და მოძრაობის რეგულირებით მოვახერხებთ იმას, რომ გადასასვლელ გვირაბშიც არ გვქონდეს ასეთი მოზღვავებული ნაკადი და დისკომფორტი მოქალაქეებისთვის,”-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



ვიცე-მერის განმარტებით, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ითვალისწინებს მეტროს სისტემის რეაბილიტაციას, ავტობუსების პარკის განახლებას, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას, ტაქსების სისტემის რეფორმას და ნაკადების მართვის ჭკვიან სისტემას. ყველა ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.
“ხშირად საუბრობენ, რომ ჯერ ერთი რამ გაგვეკეთებინა და შემდეგ მეორე, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ვიცით, რომ ეს მტკივნეულია, ისევე როგორც რეაბილიტაციის დროს გადათხრილი ქუჩები. დიახ, ყველაფერი ერთად არის გასაკეთებელი. წლების განმავლობაში არა მხოლოდ მეტროსთვის, არამედ ბევრი რამისთვის არავის მიუხედავს. დედაქალაქის მერი ოთხწლიანი ვადითაა არჩეული და ძალიან ბევრი გამოწვევა დაუსახა ქალაქმა. ვაღიარებთ, რომ კეთების პროცესი არის დისკომფორტის შემქმნელი, მაგრამ მთავარი არის შედეგი. უახლოეს პერიოდში მეტროს ესკალატორების რეაბილიტაციაც დაიწყება, რაც ასევე დისკომფორტს გამოიწვევს, მაგრამ არ გავაკეთოთ?! სახლში რემონტი ყველას გაუკეთებია და ვიცით, რომ რემონტის პროცესი ძალიან რთულია, ვაკეთებთ მაშინ, როდესაც ამის საშუალება და საჭიროება არსებობს და გარემონტებული სახლი ყველასთვის სასიამოვნოა”-აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.








სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო

სოსო ფხაკაძემ BAG-ის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა გააცნო
access_time2020-02-20 13:30:04
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაიმართა საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მორიგი გაფართოებული სხდომა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ზურაბ ძნელაშვილი და შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა. ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ წევრი კომპანიების წარმომადგენლებს წარუდგინა შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, ლევან კაკავა, რომელმაც ისაუბრა სამომავლო...

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს

ფინანსთა სამინისტრო თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შედგენას გეგმავს
access_time2020-02-20 14:02:05
დღეს საქართველოს პარლამენტში, მინისტრს საათის ფორმატში ივანე მაჭავარიანს უსმენენ. ფინანსთა მინისტრმა გასული წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებზე და დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. ვანო მაჭავარიანი დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები უწესდება. კანონპროქტი პარლამენტში 2017 წელს...

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება

ლარის გამყარების ტრენდი გრძელდება - Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8272 ლარად ივაჭრება
access_time2020-02-20 12:55:37
ბოლო რამდენიმე დღეა ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მყარდება. დღეს დილიდან ვაჭრობა $1/₾2.8305-ით დაიწყო, 12:55 საათისთვის  1 დოლარი 2.8272-ის ნიშნულზეა.  ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშნდელი  ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8422 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ  მოქმედებდა, 2.8631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0209 ლარი...

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები

7 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია - პოლიტიკური შეფასებები
access_time2020-02-20 13:00:37
7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ექსპრემიერი ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. საპატიმროდან გამოსულმა ვანო მერაბიშვილმა თქვა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება. მისი თქმით, აუცილებელია, მოქმედი ხელისუფლების ცვლილება.   „ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი,...

რას წერდა ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?

რას წერდა  ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს 2011 წელს?
access_time2020-02-20 12:23:19
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში  მოსვლა 2011 წლის 7 ოქტომბერს დაანონსა. ამის შემდეგ კი, 11 ოქტომბერს  მეორე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც  ყოფილი პრემიერი მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს და ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილსაც მიმართავდა.   „კომერსანტი“ წერილიდან ამონარიდს უცვლელად გთავაზობთ:   „მინდა მივმართო...


მსგავსი სიახლეები

up