ირაკლი ხმალაძე - ვასილ სოფრომაძეს უნდა რცხვენოდეს - კარგი იქნება, თუ თავისი არაკომპეტენტური თანამშრომლების ბოდვებს არ აყვება

ირაკლი ხმალაძე - ვასილ სოფრომაძეს უნდა რცხვენოდეს - კარგი იქნება, თუ თავისი არაკომპეტენტური თანამშრომლების ბოდვებს არ აყვება

access_time2019-04-17 13:30:24

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, „ფრესკოს" დამფუძნებელს, ვასილ სოფრომაძეს საკუთარი განცხადებების უნდა რცხვენოდეს. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სოფრომაძე თავისი თანამშრომლების მიერ შეცდომაშია შეყვანილი და მას მერიის მხრიდან კონკრეტული ტერიტორიის შესყიდვაზე რეკომენდაცია არ გაგზავნია.


ხმალაძემ ასევე განმარტა, რომ ტერიტორიის ნაწილი, რაზეც სოფრომაძე საუბრობს, ნამდვილად მის სიმამრს ეკუთვის, თუმცა, მას დამატებით კიდევ რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს.


„სოფრომაძეს, მგონია, რომ უნდა რცხვენოდეს ასეთი განცხადების და ასეთი საქციელის. გუშინ ვერ გავაკეთე კომენტარი, რადგან დრო დამჭირდა რომ ბრალდების შინაარსი გამერკვია. არქიტექტურის სამსახური გასცემს რეკომენდაციას და მითითებებს. მითითება სავალდებულოა, რეკომენდაცია -არა. მისმა თანამშრომლებმა ბატონ ვასილს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია და გაკეთდა არასწორი ვიდეომიმართვა. ამაში რომ დავრწმუნდეთ, ფრესკოს შეუძლია სხვა ხარვეზები გაასწოროს, რომელიც მის პროექტს აქვს, ეს რეკომენდაცია არ მიიღოს მხედველობაში და ჩააბაროს, აიღოს მშენებლობის ნებართვა და მერე მგონია, რომ სინანულის გრძნობა გაუჩნდება, თუმცა, არ მგონია, ადამიანობა ეყოს და ეს საჯაროდ გამოხატოს.


იქ არის მცირე ზომის ნაკვეთი და დგას ე.წ. ბარაკი, რომელიც არ ეკუთვნის ჩემს სიმამრს, რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს და მათ შორის ჩემი სიმამრიც, რომელიც იქ ცხოვრობს. ერთი თუ ორი ოთახი აქვს, ძალიან იშვიათად მივდივარ ხოლმე, საკმაოდ კარგად გრძნობს თავს და არსად წასვლას არ აპირებს. არავინ სოფრომაძეს ამ ფართის ყიდვას არ აიძულებს. მგონი, თვითონაც არ უთქვამს მას იძულება და კარგი იქნება თუ ბატონი ვასილი არ აყვება თავისი არაკომპეტენტური თანამშრომლების ბოდვებს,- განაცხადა ხმალაძემ.



ვიცე-მერი ასევე  ფრესკოს დამფუძნებლის ვიდეომიმართვაზე პოლიტიკოსების გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მზად არის  საკითხით დაინტერესებულ პირებს შეხვდეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.


„ასევე მინდა გამოვეხმაურო ამ თემაზე აყოლილ პოლიტიკოსებს, გიგი უგულავას და ნიკა მელიას. ბატონო გიგი, თქვენ მერი ბრძანდებოდით და ბატონო ნიკა, თქვენ მერობას აპირებდით, მგონია, რომ ელემენტარულად უნდა იცოდეთ ქალაქის დაგეგმარების პროცესები. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ცოტა გასაკვირი იყო მათი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, თუ ნერვიულობენ ქალაქში რა ხდება და მერია რით არის დაკავებული, შემიძლია, მათ გამოვუყო დრო, შევხვდე და მოვუყვე დედაქალაქში რა სიკეთეები ხორციელდება და რა სიკეთეები ელოდება ქალაქს მომდევნო თვეებსა და წლებში. ასევე, მოვუყვე ბატონ გიგის, როგორ ვუმკლავდებით მის მიერ დატოვებულ პრობლემებს და ზოგ შემთხვევაში როგორ ვერ ვუმკლავდებით. მე ამისთვის მზად ვარ, -განაცხადა ხმალაძემ.


ცნობისთვის, „ფრესკოს" დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ გუშინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ მან მერიისგან წერილი მიიღო, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე კონკრეტული ტერიტორია შეისყიდოს, რომელიც მერიის მაღალჩინოსნის ნათესავის საკუთრებაა. სოფრომაძის თქმით, ამ ტერიტორიას მას სუპერმარკეტის ასაშენებლად სთავაზობენ.



IPN






ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up