ირაკლი ხმალაძე: უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა

ირაკლი ხმალაძე: უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა

access_time2019-10-07 17:07:27


უკანასკნელი სამი საათის განმავლობაში A კატეგორიაში რეგისტრირებული ტაქსების რაოდენობა 300 ერთეულით გაიზარდა. ამის შესახებ მედიას ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.



მისი თქმით, დილით რეგისტრირებული იყო 5 500 მანქანა, ამ მომენტისთვის - 5 800.




როგორც ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, A კატეგორიის ტაქსებისთვის მანათობლის გაცემის პროცესი საბურთალოს ფილიალშიც დაიწყება.
„ხედავთ დღეს დილიდან უკვე დაწყებულია ტაქსის მანათობლების დარიგების პროცესი. ეს რეფორმის მეორე ეტაპია. გვყავს ორი კატეგორიის ტაქსები. თეთრი ფერის ტაქსები მგზავრებს ქუჩიდან აიყვანენ. მერიამ მათ დაურიგა ერთნაირი მანათობლები, რომლებსაც ნათების ორი რეჟიმი აქვთ: მწვანე ნიშნავს, რომ ტაქსი თავისუფალია, წითელი - ტაქსი დაკავებულია. დღეს დილიდან საკმაოდ დიდი ნაკადი მოვიდა. ოპერატორები დავამატეთ, რათა მოქალაქეები რიგებში არ მდგარიყვნენ. იმედი მაქვს, შემდეგი დღეების განმავლობაში ყველა შეძლებს, მერიის ცენტრალურ ოფისში მოვიდეს და A კატეგორიის ტაქსებისთვის მანათობლები სრულად დარიგდეს. ჩვენ უკვე საბურთალოს ფილიალიდანაც დავიწყებთ მანათობლების გაცემას, რადგან მოთხოვნა ძალიან დიდია. ხედავთ, მერიის პარკინგი ამ ავტომანქანებისთვის თავისუფალია, ყველას შეუძლია მოვიდეს და მიიღოს მანათობელი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.



მისივე თქმით, ტაქსის მანათობლის დარიგების პროცესის დასრულების შემდეგ, მანათობლის გამოყენების წესების დარღვევისთვის, პირს ადმინისტრაციული სანქცია დაეკისრება.
თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დღეს, დილიდან დაიწყო. შარტავას N7-ში, მერიის შენობის მეორე სართულზე ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური მომსახურების სივრცეა მოწყობილი, სადაც მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული მანათობლები გაიცემა. გარდა ამისა, მერიის საპარკინგე სივრცე მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის არის გამოყოფილი, რათა მანათობლების მიღებამდე ავტომანქანების კომფორტულად დაპარკინგება და მანათობლების დამონტაჟება შეძლონ.





საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი

თბილისის შუაგულში არსებულ ყველა ბიზნეს ცენტრზე დაბალი ფასები გვაქვს-„ქარვასლას“ გენერალური დირექტორი
access_time2020-07-03 16:30:44
„კომერსანტი“ გთავაზობთ ინტერვიუს სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ს გენერალურ დირექტორ ზურაბ შავლაყაძესთან -რა კვადრატულობის საოფისე ფართების ქირავნობა არის შესაძლებელი სავაჭრო და ბიზნეს ცენტრ “ქარვასლა’’-ში? -“ქარვასლა’’-ში მეორე...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-03 21:30:18
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.თუ ღვინო ყურძნისგან გაკეთდება და ხარისხის პრობლემა მოგვარდება, რთველის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება - ირაკლი იაშვილი კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“...


მსგავსი სიახლეები

up