ირაკლი ხმალაძე - თუ კომპანია მერიის შესყიდულ 300 მიკროავტობუსს ვერ გამოისყიდის, მერია მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით გააგრძელებს

ირაკლი ხმალაძე - თუ კომპანია მერიის შესყიდულ 300 მიკროავტობუსს ვერ გამოისყიდის, მერია მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით გააგრძელებს

access_time2020-01-15 14:10:56

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თუ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მერიის მიერ შესყიდული 300 მიკროავტობუსის გამოსყიდვას ვერ შეძლებს, მერია მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით მაინც გააგრძელებს.



როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მიუხედავად ამისა, კომპანიასთან ხელშეკრულებას მერია ვერ გაწყვეტს და მიკროავტობუსების მართვა მერიის ხელში არ გადავა.



„ჩვენ როდესაც კომპანიასთან მემორანდუმი დავდეთ, ეს გამომდინარეობდა თბილისის სამარშრუტო კომპანიის ფინანსური პარამეტრებიდან, რომელიც დადასტურებული იყო აუდიტორიული დასკვნის მიერ. ამ დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები გადატანილია მემორანდუმშიც. აუდიტორი ადასტურებს, რომ კომპანიას აქვს ფინანსური პარამეტრების ოპტიმიზაციის რესურსი, რაზეც მერია და სამარშრუტო კომპანია აქტიურად ვითანამშრომლებთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ კომპანიას აუცილებლად ექნება ამის შესაძლებლობა, ვამბობთ, რომ კომპანიას აქვს პოტენციალი, რომ გაუმჯობესდეს მისი ფინანსური პარამეტრები. თუ კომპანიას არ ექნა ფული, რომ გამოისყიდოს მიკროავტობუსები, ვერაფერს გამოისყიდის, მაგრამ პრიორიტეტი არის ის, რომ მომხმარებელს, მგზავრებს მივცეთ კომფორტული გადაადგილების საშუალება“, - განაცხადა ხმალაძემ. კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ კომპანიას ფინანსური რესურსი მიკროავტობუსების გამოსასყიდად არ ექნება, გადავა თუ არა მიკროავტობუსების მართვა მერიის ხელში, ხმალაძემ განაცხადა, რომ „ეს სფერო ასე არ გადავა იმიტომ, რომ 2011 წელს გაიყიდა მგზავრობის 4 ნებართვა, რომელიც ამ კომპანიამ იყიდა“.




„ეს ნებართვა ძალაშია 2030 წლამდე. შესაბამისად, ამის გაუქმებას არ და ვერ ვაპირებთ, რადგან არ შეიძლება. რაც შეეხება იმას, კომპანიას თუ ჩვენს მიერ დაწესებული ტარიფი არ აძლევს შესაძლებლობას, თვითონ მოახდინოს მიკროავტობუსების ჩანაცვლება და მგზავრობის ტარიფის გაზრდაც არ გვინდა, მაშინ არ შეიძლება კომპანიას ის მოსთხოვო, რისი საშუალებაც არ მივეცით ჩვენ თვითონ. კომპანიას რომ თვითონ ჰქონოდა შესაძლებლობა 300 მიკროავტობუსი ეყიდა, 30 მილიონს რატომ გამოვყოფდით? თუ კომპანიას ექნა იმის შესაძლებლობა, რომ გამოისყიდოს მიკროავტობუსები, მერია ამ რესურსს დაიბრუნებს, თუ არ ექნება, ამას ვერ გააკეთებს. ამის მიუხედავად, მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროექტი მაინც გაგრძელდება. დამატებით გამოვყოფთ თანხებს და კიდევ ვიყიდით ახალ მიკროავტობუსებს. ფულის წყარო არ არის ბევრი ან არის ბიუჯეტი, ან ტარიფის ზრდა. თუ ტარიფს არ ვზრდით, მაშინ ვიღაცამ უნდა დაასუბსიდიროს. ჩვენთვის ის ვარიანტი, რომ არც ტარიფი გაიზარდოს, არც ბიუჯეტმა გამოყოს თანხა და ხალხი ამ მიკროავტობუსებით ვატაროთ, მისაღები არ არის. ვიღაც რომ ახლა 300 მილიონ ლარს გვჩუქნიდეს, არც ტარიფს შევეხებოდით, არც ბიუჯეტს და ხალხსაც ახალ მიკროავტობუსებს მივცემდით, მაგრამ ამის საშუალება არ არის“, - განაცხადა ხმალაძემ. რაც შეეხება მიკროავტობუსების წარმოებას, რაზეც გასულ წლებში საუბრობდნენ, ხმალაძე ამბობს, რომ ამაზე პასუხი არ აქვს. ამასთან, მისივე თქმით, მიკროავტობუსების შესასყიდად ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. მანამდე კი მიკროავტობუსების კომპანიასთან მერია იჯარის ხელშეკრულებას დადებს, რითაც განისაზღვრება როგორ მართავს ერთობლივად მერია და კომპანია მიკროავტობუსებს. „გამოცხადდება ტენდერი; არანაირ ადგილობრივ წარმოებაზე საუბარი არ იქნება. ტენდერში ვინც გაიმარჯვებს ის შემოიყვანს მიკროავტობუსებს“, - განაცხადა ხმალაძემ.



BPN.GE 








დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up