ირაკლი ხმალაძე: თეთრ ტაქსებთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება

ირაკლი ხმალაძე: თეთრ ტაქსებთან დაკავშირებით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება

access_time2019-08-13 15:00:00

“ტაქსები იყოფა A და B კატეგორიებად. როდესაც, 10 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩვენ ვაუჩერული პროგრამა დავიწყეთ, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ჯამში შეადგენდა, დაახლოებით, 15 ათას ერთეულს.


ვაუჩერების გაცემა ჩვენ გავთვალეთ მაქსიმალურ რაოდენობაზე, მაგრამ რასაკვირველია, 15 ათასივეს არ მოუწევდა ან არ მოინდომებდა A კატეგორიით ტაქსაობას.
ესაა სწორედ მიზეზი, რომ მართალია, კომპანია მზად იყო, 15 ათას ერთეულზე გაეწია მომსახურება, მაგრამ მომსახურების გაწევა მოუწევს, დაახლოებით, 3 ათასამდე ერთეულზე.


ამ 3 ათას ვაუჩერმიღებულ ტაქსს ემატება ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ისედაც თეთრია და საბოლოო ჯამში A კატეგორიის ტაქსების პარკი საკმარისი რაოდენობით იქნება შევსებული 1 ოქტომბრის მდგომარეობით.


ამასთან, ჩვენ არ გამოვრიცავთ, რომ შემდგომში A კატეგორიის ტაქსებს დაემატოს სატრანსპორტო საშუალებები, თუმცა ამას ბაზარი დაარეგულირებს. გარდა ამისა, დასაშვები იქნება B კატეგორიიდან A კატეგორიაში გადმოსვლა.


ასე რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. კომპანია „ალმას“ არ განუცხადებია, რომ ჰქონდა 15 ათასი ტაქსის გადაღებვის მოლოდინი, მათ თქვეს, ის რაზეც იყო მზაობა- კომპანია მზად იყო 15 ათასი ტაქსისთვის გაეწია მომსახურება. ეს ვალდებულება კომპანიას თბილისის მერიამ დააკისრა, მაგრამ იმთავითვე ცხადი იყო, რომ 15 ათასივე A კატეგორიაში არ წავიდოდა,  განუცხადა კომერსანტს“ თბილისის  ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.


როგორც ტაქსის მანქანების თეთრად გადაღებვის მომსახურების გაწევაზე პასუხისმგებელმა კომპანია, „ალმას“ დირექტორმა ინტერპრესნიუსს განუცხადა, მათ მოლოდინი ჰქონდათ, რომ შესაბამის მომსახურებას დაახლოებით 15 ათას ტაქსს გაუწევდნენ.



„თავდაპირველი პროექტის მიხედვით, კომპანია „ალმას“ მომსახურება უნდა გაგვეწია დაახლოებით, 15 ათასი ტაქსისთვის, მათთვის, ვისაც ლიცენზია გასული წლის 10 ოქტომბრამდე ჰქონდა აღებული. აქედან გამომდინარე გვქონდა გახსნილი სერვის ცენტრები მთელი თბილისის მასშტაბით და ვიყავით მომზადებული რომ ამ რაოდენობისთვის მომსახურება გაგვეწია. ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ დამატებით ღებვას სტიკერების გადაკვრაც დაემატა და ბევრი სხვა თავდაპირველი პირობა შერბილდა იმისთვის, რომ უფრო გამარტივებულიყო მძღოლებისთვის მომსახურება. მძღოლების მომართვიანობაზე ჩვენ ვერანაირ გათვლას ვერ გავაკეთებდით. შესაბამისად, დღეს რა რაოდენობაც არის ჩვენამდე მოსული, არცერთი ადამიანი მომსახურების გარეშე არ დარჩენილა“, - განაცხადა ტრაპაიძემ.


ტაქსის ლიცენზიის მქონე მძღოლებზე, 10 აგვისტოს მდგომარეობით, თეთრად გადაღებვის და ფირის გადაკვრის მხოლოდ 2610 ვაუჩერია გაცემული. 7 აგვისტოს მდგომარეობით კი განაღდებულია 994 ვაუჩერი. აღსანიშნავია, რომ 10 აგვისტოს ვაუჩერების გაცემის ვადა ამოიწურა.


ცნობისთვის, 2019 წლის 1-ელ ოქტომბერს ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი იწყება. ამ დროისთვის თბილისში მოძრავი ლიცენზირებული ტაქსები თეთრი ფერის, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანი უნდა იყოს, გავლილი ჰქონდეს ტექდათვალიერება, ასევე ფლობდეს ლიცენზიას. ლიცენზია თბილისში 31784 მძღოლს აქვს აღებული.


მარიამ მორგოშია






„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-20 21:30:20
„კომერსანტის“ 20 იანვრის TOP 10 თემა 1.„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სრულყოფას მოითხოვს, ახლა სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს“ — https://commersant.ge/ge/post/sayoveltao-djandacvis-programa-srulyofas-moitxovs-da-axla-swored-es-procesi-mimdinareobs 2.კაზინოების ინკოგნიტო ბარათები ფულის უკონტროლო...

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...


მსგავსი სიახლეები

up