ირაკლი ხმალაძე: შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ, თბილისის მერიამ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები 12 არეალთან მიმართებით, სადაც დროებითი შეზღუდვები გვედო

ირაკლი ხმალაძე: შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ, თბილისის მერიამ მიიღო სწორი გადაწყვეტილებები 12 არეალთან მიმართებით, სადაც დროებითი შეზღუდვები გვედო

access_time2020-07-15 22:31:16

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, თბილისის მერიამ გენერალური გეგმით ნაკარნახები სამუშაოების დასრულების შემდეგ, სწორი გეგმარებითი გადაწყვეტილებები მიიღო - კონკრეტულ არეალებს დროებითი შეზღუდვები მოეხსნა და მესაკუთრეებს, შესაბამისი პირობების დაცვით, მიწის ნაკვეთების განვითარების საშუალება მიეცათ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



„დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დავამტკიცეთ თბილისის გენერალური გეგმა, სრულიად განსხვავებული ზონირება, მაგრამ ამის პარალელურად 12 არეალზე დაედო დროებითი შეზღუდვა და მუნიციპალიტეტს მიეცა მითითება, რომ ჩამოეყალიბებინა განვითარების სწორი მიდგომა. ეს 12 არეალი სხვადასხვა კუთხით წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილებს. ამ პერიოდის განმავლობაში ზოგიერთ ადგილზე ჩატარდა კვლევა, ზოგიერთ ადგილზე გაკეთდა შეფასებები, დავიქირავეთ პროფესიონალი თანამშრომლები და წელიწადნახევრის თავზე დავასრულეთ საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები, რომელიც გვიკარნახა გენერალურმა გეგმამ. შესაბამისად, ცალკეულ არეალებთან მიმართებით მივიღეთ გადაწყვეტილებები შეზღუდვების გარკვეული ნაწილის მოხსნის თაობაზე, ასევე, ნაწილს ზონების ძველი ფორმატი დაუბრუნდა. ამ ყველაფერს აკრიტიკებენ ის პოლიტიკოსები, რომლებსაც პროფესიონალიზმი აკლიათ ურბანულ გეგმარებაში და ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. წელიწადნახევრის განმავლობაში მერიის რამდენიმე სამსახური მუშაობდა აღნიშნულ თემაზე ექსპერტებთან ერთად და მივიღეთ სწორი გეგმარებითი გადაწყვეტილებები. საერთოდ არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ პოლიტიკოსები ამ ყველაფერს კარგად შეაფასებენ თუ ცუდად. ჩვენთვის მთავარია, რომ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები იმ არეალებში, სადაც დროებითი შეზღუდვები გვედო, სწორი განვითარების პირობების ჩამოყალიბების მიზნით. მოვხსენით შეზღუდვები და მივეცით მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების გარკვეულ ნაწილს საშუალება, განავითარონ თავიანთი მიწის ნაკვეთები კონკრეტული პირობების დაცვით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up