ირაკლი ხმალაძე: მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ  იმისთვის, რომ ვაკის პარკში არ მივიღოთ სასტუმრო

ირაკლი ხმალაძე: მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვაკის პარკში არ მივიღოთ სასტუმრო

access_time2021-02-05 17:00:00

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის თემაზე მერიის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა, რომ მერია ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას არ დაუშვებს. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.


ვიცე-მერის განცხადებით, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია არა მხოლოდ მერიისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის. მისივე თქმით, არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი კონსტრუქციულ რეჟიმში მოლაპარაკებების გაგრძელება და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით კონსენსუსის მიღწევაა.


„ულტიმატუმის ენით საუბარი მუნიციპალიტეტის წინააღმდეგ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, როგორიცაა სასტუმროს აშენება ვაკის პარკის ტერიტორიაზე, არ შეიძლება. მე გარანტიას გაძლევთ, რომ თვითნებურად ვაკის პარკში არანაირი მშენებლობა არ დაიწყება. როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ ნებართვა არ გავცეთ და ინვესტორმა ისე დაიწყოს მშენებლობა. ეს გამორიცხული და მიუღებელია. ეს ვერანაირად ვერ მოხდება. მარტო ჩემთვის არა, მთლიანად დედაქალაქის მოსახლეობისთვის არის მიუღებელი. ჩვენ მოსახლეობის ინტერესების სადარაჯოზე ვდგავართ და ამას არ დავუშვებთ. სხვა საქმეა, გამოსავალი რა არის. ძალადობრივ რეჟიმში, არ კომპანიასთან, არც ბიზნესთან და საერთოდ არც არავისთან არ უნდა ვისაუბროთ. არ ყოფილა ეს ჩვენი გეგმა არც აქამდე და არც ახლა იქნება. ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით კომპანიას მოლაპარაკების მაგიდისკენ და გვქონდა კონკრეტული შეთავაზებები“, - განაცხადა ვიცე-მერმა.


ირაკლი ხმალაძის თქმით, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის დღის წესრიგში დაყენება 2013 წელს თბილისის მთავრობის მიერ მიღებული არასწორი გადაწყვეტილების მძიმე შედეგია.



„საკმაოდ მძიმე ტვირთი გვაწევს იმის შედეგად, რომ 2013 წელს საკმაოდ მძიმე და ძვირადღირებული გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმდროინდელი მერის მიერ და რეალურად ეს ის ტვირთია, რომელიც ახლა ჩვენ გვადევს. გამოსავალს ვხედავ მხოლოდ და მხოლოდ იმაში, რომ დავსხდეთ კომპანიასთან და გარკვეული აქტივების მონაცვლეობაზე მოვილაპარაკოთ. მიუხედავად იმისა, რომ საუბარია, დაახლოებით, 20-მილიონიანი მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე. 2013 წელს მიღებული იმ ერთი არასწორი გადაწყვეტილებით ვაკის პარკში მივიღოთ 30-მეტრიანი სასტუმროს შენობა, არის კატეგორიულად მიუღებელი. ეს მთლიანად დედაქალაქის მოსახლეობისთვის არის მიუღებელი. შესაბამისად, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. მათი მხრიდან დღის წესრიგში დგას ან სასტუმროს მშენებლობა ან ფულადი კომპენსაცია 20 მილიონი ლარი. ვიდრე დღევანდელ მოქმედებებს შევაფასებთ, უცილებლად უნდა გაანალიზოს საზოგადოებამ, იმ გადაწყვეტილების ფასი, რომელიც 2013 წელს არის მიღებული. სპეციალური საგამონაკლისო ნებართვა არის გაცემული. რომ არა ეს საგამონაკლისო ნებართვა, დღეს საერთოდ რელევანტური არ იქნებოდა ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობა. მისი ფუნქციური ზონიდან გამომდინარე, იქ იქნებოდა დაშვებული მხოლოდ სკვერის, შადრევნის ან სათამაშო მოედნის მოწყობა“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


ირაკლი ხმალაძემ მშენებლობასთან დაკავშირებით პროცედურულ-სამართლებრივი დეტალები კიდევ ერთხელ განმარტა და აღნიშნა, რომ მშენებლობის დასაწყებად საჭირო ნებართვა თბილისის მერიისგან ინვესტორებს არ აქვთ და არც მომავალში ექნებათ.


„მათ მშენებლობის ნებართვა არ აქვთ. მათ აქვთ განაშენიანების პირობები, რომელიც არის მშენებლობის ნებართვის გაცემის წინაპირობა. სასამართლო დავა დასრულდა იმის თაობაზე, რომ განაშენიანების პირობები არის სწორად და კანონიერად შეთანხმებული მუნიციპალიტეტთან, მაგრამ ამის შემდეგ უკვე მათ უნდა მიმართონ მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს მშენებლობის ნებართვა. ამ მშენებლობის ნებართვას ჩვენ არ გავცემთ და ამის საპირწონედ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქალაქში ასეთ მნიშვნელოვან რეკრეაციულ სივრცეში, კერძოდ ვაკის პარკში, არ მივიღოთ სასტუმრო“, - განაცხადა ვიცე-მერმა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up